Logo Lioton
 

კიდევ გაქვთ შეკითხვები?

თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები ლიოტონისა და მისი გამოყენების შესახებ, გთხოვთ მოგვმართოთ ჩვენ!

 

›› ვრცლად

 
 

ხშირად დასმული შეკითხვები

შემიძლია ლიოტონის გამოყენება ორსულობისა და ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში?
ცნობილია, რომ ამ პერიოდში შესაძლოა პრობლემები გაჩნდეს ან გაუარესდეს. ჩვენ გირჩევთ, რომ ჰკითხოთ თქვენს ექიმს, შეგიძლიათ თუ არა გამოიყენოთ ლიოტონი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

 

ლიოტონი უსაფრთხოა?
ლიოტონს გვერდითი მოვლენების განვითარების ძალიან დაბალი რისკი აქვს, ვინაიდან იგი ადგილობრივად გამოიყენება ზუსტად დისკომფორტის უბანზე. დასალევი მედიკამენტებისგან განსხვავებით, ძალიან დაბალია ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, რომლებიც მთელ ორგანიზმზე ახდენს გავლენას. მიუხედავად ამისა, ლიოტონი არ უნდა გამოიყენოთ, თუ გაქვთ ალერგია მისი შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

 

როგორ უნდა მივხვდე, რომ ვენების სისუსტე (უკმარისობა) მაქვს?
ვენების დაავადების პირველი ნიშანი შეიძლება ფეხების შეშუპება იყოს, ვენების ვარიკოზის ან სხვა ხილული ნიშნების გაჩენამდეც კი. ფეხებში ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნება და ქავილი ვენების დაავადების დაწყების ან ვენების უკვე არსებული უკმარისობის მაჩვენებელი შეიძლება იყოს. თუ ფეხების შეშუპებას ყოველ საღამოს ამჩნევთ, მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებდით დღის განმავლობაში, ან თუ კოჭები გიშუპდებათ ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, თქვენ შეიძლება უკვე გქონდეთ ვენური უკმარისობა და დროა, მოქმედება დაიწყოთ.

 

შემიძლია ვენური უკმარისობის განვითარების პროცესის შეფერხება?
ვენური უკმარისობის განვითარება დაწყებული გაქვთ, თუ რეგულარულად გაწუხებთ სიმძიმის გრძნობა, შეშუპება და ტკივილი ქვედა კიდურებში. შეშუპება იმიტომ ვითარდება, რომ ფეხებში შეგუბებული სისხლი ვენებსა და ირგვლივ ქსოვილებში არანორმალურად მაღალ წნევას ქმნის, რის გამოც ირღვევა მიკროცირკულაცია და ვენური დრენაჟი. ამ პროცესს რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ, საჭიროა მიკროცირკულაციისთვის ხელის შეწყობა, მაგალითად ლიოტონის მეშვეობით. სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს კუნთების გაძლიერება. გამოცდილი საშუალებაა ელასტიური წინდების გამოყენებაც. რაც უფრო ადრე დაიწყებთ მოქმედებას, შედეგიც უკეთესი იქნება.

 

ფეხებზე წვრილი მოლურჯო სისხლძარღვები მეტყობა, რა მოვუხერხო?
ეს ე.წ. ვენური ქსელები არის წვრილი, წითელი ან მოლურჯო კაპილარები, რომლებიც უშუალოდ კანქვეშ მდებარეობს. უხშირესად, ეს უფრო კოსმეტიკური პრობლემაა, ვიდრე სამედიცინო. ყველაფერი, რაც ასტიმულირებს ამ კაპილარებში მიკროცირკულაციას, მაგალითად ფეხების რეგულარული ვარჯიშები, სპორტი, ნორმალური წონის შენარჩუნება და ლიოტონის გამოყენება, ის ღონისძიებებია, რომლებსაც მდგომარეობის გაუმჯობესება და სხვა გამოვლინებების განვითარების თავიდან აცილებაში დახმარება შეუძლია. თუ ვენური ქსელები ძალიან გამოხატულია, შესაძლებელია მათი ქირურგიულად მოცილება პროცედურით, რომელსაც `სკლეროთერაპია~ ჰქვია ან ლაზერით მკურნალობა.

 

შესაძლებელია ვენების ვარიკოზი განვითარდეს 21 წლის ასაკში?
ვინაიდან ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ვენების ვარიკოზის მიმართ გენეტიკური განწყობა ჰქონდეს, ახალგაზრდასაც კი (ძირითადად ქალებს) შეიძლება აწუხებდეს ფეხების შეშუპება და ტკივილი. ჩვეულებრივ, ეს დაავადება დროთა განმავლობაში პროგრესირებს. შორსწასულ სტადიაზე ვენების სპეციალისტს (ფლებოლოგს) სრული გამოკვლევის შემდეგ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ოპერაციული მკურნალობის შესახებ.

 

რა შეიძლება დაგვეხმაროს ვენური უკმარისობის სიმპტომების მინიმუმამდე შემცირებაში?
ლიოტონ გელის მსგავს პროდუქტებს მოაქვს სწრაფი სიმსუბუქის შეგრძნება ფეხების შეშუპებისა და ჩხვლეტის შეგრძნების დროს. ლიოტონ გელის გამაგრილებელი ეფექტი, მისი შეზელვის ტექნიკასთან ერთად, ამცირებს დაჭიმულობას და შეშუპებას. ლიოტონის შემადგენელი ჰეპარინი აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ამცირებს ტკივილს, შეშუპებას და სიწითლეს. უფრო მეტიც, თუ დღის განმავლობაში ხანგრძლივად გიწევთ დგომა ან ჯდომა, ელასტიური წინდების ტარებაზე უნდა იფიქროთ. ასეთი წინდები ეხმარება კუნთებს და ვენებს სისხლის გულისკენ გადატუმბვაში.

 
Berlin-Chemie AG