აქტიური ინგრედიენტი ჰეპარინი

რა არის ჰეპარინი?

ჰეპარინი ბუნებრივი ნაერთია, რომელიც ცნობილია თავისი მოქმედებით სისხლის კოაგულაციურ კასკადზე. ჰეპარინს აქვს ანტიკოაგულაციური, ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო თვისებები.

როგორ მოქმედებს ჰეპარინი?

ჰეპარინს, ლიოტონი 1000® გელის ძირითად ინგრედიენტს მოქმედების რამდენიმე მექანიზმი გააჩნია. ანთების მედიატორებზე ზემოქმედებით, ამცირებს ტკივილს და გაღიზიანებას. ამასთან ერთად, ჰეპარინი აქვეითებს ანთებითი ვენებიდან სითხის გაჟონვას და ამცირებს შეშუპებას, აქვეითებს სისხლის შედედებას და აუმჯობესებს ცირკულაციას . ანთებაზე, სითხის ჟონვასა და სისხლის შედედებაზე ჰეპარინის ზემოქმედებით, ლიოტონი 1000® გელი ამცირებს ზედაპირული ვენების დაავადებების სიმპტომებს.

უყურეთ ვიდეოს და ნახეთ, როგორ მოქმედებს პრეპარატი.

რატომ ჰქვია ლიოტონი 1000® გელი?

ლიოტონი 1000® შეიცავს ჰეპარინის 1000 საერთაშორისო ერთეულს გრამზე. ასეთი მაღალი კონცენტრაცია და გელის შემადგენლობა ერთად, განაპირობებს ჰეპარინის ღრმა შეღწევას კანში, რაც ამ პრეპარატს უპირატესობას ანიჭებს მალამოსთან შედარებით.