რა შემთხვევაში შემიძლია
ლიოტონი 1000® გელის გამოყენება ?

ზედაპირული ვენების დაავადებების სიმპტომების წინააღმდეგ

ლიოტონი 1000® გელი გამოიყენება:

  • ზედაპირული ვენების დაავადებების სიმპტომების სამკურნალოდ (მაგ. ვენების ვარიკოზის ნიშნების და გართულებებისას: დაზიანებულ ვენაში სისხლის კოლტის წარმოქმნა ვენის კედლის ანთებით ან ანთების გარეშე; ვენის გარშემო ქსოვილების ანთება და ვარიკოზული ვენის შესაბამის კანის უბანზე წყლულის განვითარება);
  • ქირურგიული ოპერაციის შემდგომ დაზიანებული ვენის კედლის ანთების მკურნალობა;
  • ოპერაციის შემდგომი სიმპტომების შემცირება (მაგ. სისხლჩაქცევა და შეშუპება);
  • ტრავმის ან გაჭიმვის შემდგომ სახსრების და კუნთების შეშუპების და სისხლჩაქცევების შემცირება.

ლიოტონ® გელის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ადგილობრივად ან კომბინაციაში სისტემურ მკურნალობასთან ერთად. ყოველთვის იხმარეთ გელი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით. გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული.

ოჯახის, მეგობრების, სამსახურის გაზრდილი მოთხოვნები ხშირად გვაიძულებს მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომას. თუ უკვე გაქვთ ზედაპირული ვენების დაავადება, ეს გამოვლინდება ფეხების სიმძიმესა და შეშუპებაში. სიმპტომები უარესდება წლის ცხელ პერიოდებში. ლიოტონი 1000® გელი ეფექტურად ამცირებს ზედაპირული ვენების დაავადების სიმპტომებს, როგორიცაა:

  • ფეხების სიმძიმე 
  • ფეხების ტკივილი 
  • ფეხების სიწითლე და შეშუპება

გელის ოპტიმალური შემადგენლობა განაპირობებს სიგრილის შეგრძნებას დისკომფორტის უბანზე.

ვენების ვარიკოზით და სიწითლით დამძიმებული ფეხი

ხშირად გაწუხებთ ფეხების სიმძიმე? სწორედ ასე ჩნდება გაბერილი ვენები კანის ზედაპირზე ახალგაზრდა ასაკშიც კი. ზედაპირული ვენების დაავადების დროს თქვენ დგებით ზოგიერთი პრობლემის წინაშე:

  • შეშუპება და სიმძიმე
  • ვენური ბადეები 
  • წვივებსა და კოჭების არეებში სითხის დაგროვება ან შეშუპება, განსაკუთრებით საღამოს 
  • ფეხების ტკივილი და დაჭიმულობა, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროით ფეხზე დგომის/ჯდომის შემდეგ ან სითბოს, მაგალითად - გამათბობელი, აბაზანა ან ცხელი წყალი - ზემოქმედებით 
  • ქავილი ან კრუნჩხვა

თქვენ შეიძლება გქონდეთ ზედაპირული ვენების დაავადება. მიმართეთ ექიმს!

ეს პრეპარატი ყოველთვის ისე გამოიყენეთ, როგორც გეტყვით ექიმი ან ფარმაცევტი. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ჯანმრთელი ცხოვრების წესი და ლიოტონი 1000® გელის რეგულარული გამოყენება დაგეხმარებათ ვენების ვარიკოზის სიმპტომების შემცირებაში, ასე რომ, თქვენ შეძლებთ ფეხზე მყარად დგომას და აქტიურ ცხოვრებას.

ვენების ანთება

გაქვთ ვენების ვარიკოზი და გართულებები? კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს!

ლიოტონი 1000® გელი ჩვეულებრივ გამოიყენება ზედაპირული ვენების დაავადებების დროს განვითარებული გართულებების შესამცირებლად:

  • თრომბოფლებიტი - ზედაპირული ვენების მწვავე თრომბოზი და ანთება
  • პერიფლებიტი - ანთებითი პროცესი, რომელიც ვითარდება ვენების გარემომცველ ქსოვილებში 
  • ვარიკოფლებიტი - ვარიკოზული ვენების ანთება 
  • ფლებოთრომბოზს ახასიათებს ღრმა ვენების თრომბით სრული ან ნაწილობრივი ოკლუზია 

ვარიკოზულ ვენებზე ოპარაციის შემდგომ

ვარიკოზული ვენების ოპერაცია ძირითადად გულისხმობს ვენის გასუფთავებას და თრომბექტომიას; ნაკლებად ინვაზიური მეთოდია სკლეროთერაპია (ქსელისებრი ვენების) ან ენდოვენური ლაზერული მკურნალობა.

ლიოტონი 1000®, თავისი ანტიკოაგულაციური, ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებით, ამცირებს ვენებზე ოპერაციის შემდგომ განვითარებულ სიმპტომებს.

ღამის კრუნჩხვები

ღამის კრუნჩხვები შეიძლება ვარიკოზული ვენების სიმპტომი იყოს. ზედაპირული ვენების დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ფეხების კუნთების კრუნჩხვები, განსაკუთრებით - ღამით. ასეთი კრუნჩხვები შეიძლება ძალიან მტკივნეული და შემაწუხებელი იყოს.

ლიოტონი 1000® გელით მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს ღამის კრუნჩხვებს.