ტრავმის, დაჟეჟილობის და სისხლჩაქცევის მკურნალობა

რა არის კანქვეშა სისხლჩაქცევა?

კანქვეშა სისხლჩაქცევა წარმოადგენს სისხლნაჟღენთს და დაჟეჟილობას. იგი ვითარდება კანქვეშა ზედაპირული სისხლძარღვების ტრავმის ან დაზიანების დროს. პაციენტები, რომლებიც იღებენ სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს, მიდრეკილნი არიან კანქვეშა სისხლჩაქცევების განვითარებისაკენ.

კანქვეშა სისხლჩაქცევა სიწითლით

როგორ უნდა უმკურნალოთ კანქვეშა სისხლჩაქცევას?

თქვენ შეგიძლიათ უმკურნალოთ კანქვეშა სისხლჩაქცევებს. ეს არ არის მხოლოდ ტკივილის შემსუბუქება, არამედ ასევე ქსოვილებში სისხლის დინების შემცირება და ამით სისხლნაჟღენთების განვითარების პრევენცია. ასევე, დაზიანებული ქსოვილებისკენ სისხლის მიდინების შესამცირებლად მოათავსეთ ეს არე მაღლა.

სიმპტომების შესამსუბუქებლად შეგიძლიათ ნაზად შეიზილოთ ლიოტონი 1000® გელი დაზიანებულ უბანზე.

გელში შემავალი აქტიური ინგრედიენტი ჰეპარინი აღწევს კანში და სამმაგი მოქმედებით (ანტიკოაგულაციური, ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო) უზრუნველყოფს დაგროვილი სისხლის გაწოვას.