ლიოტონი 1000® გელი სპორტში

სპორტული დაზიანებები

სპორტული აქტივობის დროს ხშირია დაზიანება ან ტრავმები. ისეთ აქტივობებს, როგორიცაა სირბილი, ველოსიპედის ტარება, ფეხბურთის თამაში ან სხვა შეჯიბრებები, ხშირად ახლავს ტრავმები.

როდესაც ტრავმის დროს ზიანდება სისხლძარღვი და სისხლი ჟონავს გარემომცველ ქსოვილებში, ჩნდება სისხლნაჟღენთი. ეს პროცესი სწრაფად ვითარდება. ნებისმიერ შემთხვევაში, დატოვეთ სათამაშო არენა და სწრაფად დაიდეთ ცივი დაზიანებულ ადგილას.

ეს შეამცირებს ტკივილს და სისხლის მიმოქცევას ამ ქსოვილში.

ტრავმირებული ფეხბურთელი და ექიმი ლიოტონი® 1000 გელით

გამოიყენეთ ლიოტონის შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება

დაჭიმვის და სისხლნაჟღენთების დროს ლიოტონი 1000® უშუალოდ დაზიანების უბანზე მოქმედებს. კანქვეშა სისხლჩაქცევების გაწოვას ასევე ხელს უწყობს ლიოტონის აქტიური ინგრედიენტი - ჰეპარინი. შეხების ადგილზე იწვევს დამამშვიდებელი სიგრილის შეგრძნებას. ლიოტონი 1000®-ის მსგავსი გელი ყოველთვის უნდა ჰქონდეს სპორტსმენს ჩანთაში.

გაფრთხილება: ლიოტონი 1000® გელი არ უნდა იხმაროთ ღია ჭრილობაზე.

როგორ ავიცილოთ თავიდან დაზიანებები

სპორტში ყველაზე ხშირ დაზიანებას დაჭიმვა და სისხლნაჟღენთი წარმოადგენს. ამ დაზიანებების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა ზომიერი ვარჯიში - გახურება. ე.წ. „ცივი (გახურების გარეშე) სტარტი“ ადვილად იწვევს სხეულის სტრესს და დაზიანებას. გაიძულებთ შეწყვიტოთ სასიამოვნო აქტივობები. მნიშვნელოვანია სწორედ შერჩეული სპორტული აღჭურვილობა, მაგ. სპორტული სახეობისთვის სპეციფიკური ფეხსაცმელი ან სიცივის, წვიმის და ქარის საწინააღმდეგო ფუნქციური ტანსაცმელი. შეუხამეთ სპორტული აქტივობა თქვენს შესაძლებლობებს, რათა თავიდან აიცილოთ დაზიანება. სითხის დაკარგვის შემთხვევაში, მიიღეთ ელექტროლიტებით მდიდარი სასმელები.