თრომბოზის პროფილაქტიკა

თრომბოზის რისკი

დიდ მანძილზე მგზავრობისას შეიძლება გაიზარდოს თრომბოზის რისკი.

თრომბოზი ვითარდება, მაშინ როცა ვენაში წარმოიქმნება სისხლის კოლტი, რომელიც ახშობს სისხლძარღვს. თრომბოზი უშუალოდ ფეხის ვენებში ვითარდება. ვენების საშუალებით სისხლი ფეხებიდან გულისკენ მიედინება. ეს პროცესი ხორციელდება კუნთოვანი ტუმბოს საშუალებით. მოძრაობის დროს ხდება ფეხის კუნთების დაჭიმვა და მოდუნება. დახმარება შეუძლია თავისუფალი ტანსაცმელს, დიდი რაოდენობით სითხის მიღებასა და ვარჯიშს.
 

Traveling man is sitting on a bank ready for thrombosis prophylaxis

კუნთოვანი ტუმბო

თუ უმოძრაოდ ზიხართ ან დგახართ, თქვენი კუნთოვანი ტუმბო არ მუშაობს. შედეგად, ვენებში სისხლი გაცილებით ნელა მოძრაობს და იზრდება თრომბოზის განვითარების რისკი. ამის თავიდან აცილება შეიძლება ვარჯიშით.

მაქვს თუ არა რისკი?

ხანგრძლივი მგზავრობის დროს სისხლის კოლტის განვითარების რისკი იზრდება შემდეგ პირობებში:

  • პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება
  • ავთვისებიანი სიმსივნე
  • გადატანილი ოპერაცია
  • ხანდაზმული ასაკი
  • სიმსუქნე
  • თამბაქო
  • გულის უკმარისობა
  • ადრე არსებული სისხლის კოლტები
  • სისხლის კოლტების განვითარებიადმი გენეტიკური განწყობა

5 პირველი კლასის რჩევა დიდ მანძილზე მგზავრობისას

შექმენით საკუთარი ადგილი ფეხებისთვის

კომპრესიული წინდები თრომბოზის პროფილაქტიკისთვის - გამოსახულება

1 – კომპრესიული წინდები

ვენური დაავადების დროს მგზავრობისას სპეციალური წინდების ხმარება საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა. წინდების ზეწოლა ხელს უწყობს ფეხებში სისხლის ცირკულაციას. გარედან წნევის ურთიერთქმედება ვენის შიგნითა წნევასთან აადვილებს ფეხებიდან გულისკენ სისხლის გადატუმბვას.

თრომბოზის პროფილაქტიკისთვის ფეხსაცმელი ჩქარი სიარულისთვის

2 – მოძრაობა

ყველაზე ეფექტური წამალი ქვედა კიდურებში სიმძიმის სამკურნალოდ.

თრომბოზის რისკს მინიმუმამდე ამცირებს ჩქარი ნაბიჯით სიარული რეგულარულად

თრომბოზის პროფილაქტიკისთვის ტერფების და წვივების ვარჯიშები

3 - ტერფების და ფეხების ვარჯიშები

ფეხებში სიმძიმის და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად ჯდომის დროსაც კი შეგიძლიათ ფეხების წრიული ან ბრუნვითი მოძრაობები. თუნდაც რამოდენიმე წუთით ასეთი რეგულარული მოძრაობები შესამჩნევად აუმჯობესებს მდგომარეობას.

წყლის ბოთლი თრომბოზის პროფილაქტიკისთვის არაალკოჰოლური სასმელების მისაღებად - გამოსახულება

4 - არაალკოჰოლური სასმელების საკმარისი რაოდენობით მიღება

მარტივი პროფილაქტიკა მგზავრობისას. სითხის რეგულარული მიღება ამცირებს სისხლის წებოვნებას. მოერიდეთ ალკოჰოლს, რადგან მას დეჰიდრატაციული მოქმედება აქვს.

თრომბოზის პროფილაქტიკისთვის თავისუფალი ტანსაცმლის გამოსახულება

5 - თავისუფალი ტანსაცმელი

კომფორტულად იმგზავრეთ. მოერიდეთ ვიწრო და მოჭერილი შარვლების და ფეხსაცმლის ტარებას, რაც აუარესებს ფეხებში სისხლის მიმოქცევას.