Logo Lioton

ლიოტონ® 1000 გელი

ტკივილისა და შეშუპებისათვის

ლიოტონი აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და სწრაფად აგრილებს უშუალოდ დისკომფორტის უბანს. ლიოტონი ამცირებს ვენური უკმარისობის სიმპტომებს:

  • ქვედა კიდურების სიმძიმე და დაღლილობა
  • ჩხვლეტის შეგრძნება და/ან ტკივილი ფეხებში
  • ფეხების შეწითლება და შეშუპება

+ ტკივილისა და შეშუპებისათვის + ჩვენება + ვენური უკმარისობის განვითარება


ლიოტონ® 1000 გელი

ჩვენება

ლიოტონი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ნაჩვენებია ვენების ზედაპირული დაავადებების მკურნალობისათვის, როგორიცაა, ვარიკოზული სინდრომი და მასთან დაკავშირებული გართულებები, ფლებოთრომბოზი, თრომბოფლებიტი, ზედაპირული პერიფლებიტი, ვარიკოზული წყლული. ოპერაციის შემდგომი ვარიკოფლებიტი; ქვედა კიდურების კანქვეშა ვენის ამოკვეთის შემდგომი გართულებები.
ტრავმები და დაჟეჟილობა; ინფილტრატები და ადგილობრივი შეშუპება, კანქვეშა ჰემატომები. კუნთოვან-მყესოვანი და ხრტილოვან-იოგოვანი სტრუქტურის ტრავმული დაზიანებები.
უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გადმოწერეთ `პაციენტის საინფორმაციო ფურცელი´.

+ ტკივილისა და შეშუპებისათვის + ჩვენება + ვენური უკმარისობის განვითარება


გაიგეთ მეტი ზემოთ ჩამოთვლილის შესახებ

ვენური უკმარისობის განვითარება

ვენური უკმარისობა მუდმივად პროგრესირებს. განვითარება რამდენიმე სტადიას მოიცავს. ამ პროცესის პროგრესირების შესაჩერებლად აქტიური ზომების მიღებაა საჭირო. შემდგომი გამოკვლევებისა და რჩევების მისაღებად გთხოვთ თქვენს ექიმს მიმართოთ.

  • ადრეული სიმპტომები, როგორიცაა სიმძიმის შეგრძნება ქვედა კიდურებში და შეშუპება
  • ხილული ნიშნები: გაუფერულება (მაგ. კოჭებთან), სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები და ვარიკოზელი ვენები
  • ვენური უკმარისობა ხდება ქრონიკული და ახლავს თრომბოზის რისკის ზრდა
  • ქრონიკული დარღვევები მნიშვნელოვნად აუარესებს ცხოვრების ხარისხს

+ ტკივილისა და შეშუპებისათვის + ჩვენება + ვენური უკმარისობის განვითარება

ვენების სისუსტის განვითარების რისკ-ფაქტორები

არსებობს რამდენიმე სახის რისკისა და დამამძიმებელი ფაქტორები, რომლებსაც შეუძლია დააზიანოს ვენური სისხლის მიმოქცევის სისტემა და დააჩქაროს გართულებების განვითარება:

  • ხანგრძლივი ჯდომა ან დგომა, ან უბრალოდ ნაკლები აქტიურობა
  • მდედრობითი სქესი
  • ორსულობა მისი თანმხლები ჰორმონული ცვლილებებით
  • თამბაქოს მოხმარება და ჭარბი წონა
  • ხანდაზმული ასაკი
  • ვენური დარღვევების არსებობა ოჯახის წევრებს შორის

მედიკამენტური მკურნალობის გარდა, ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ იმისათვის, რომ გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა ქვედა კიდურებში და სიმპტომები მინიმუმამდე დაიყვანოთ და ასევე, შეამციროთ გართულებების განვითარების რისკი. რაც უფრო დროეულად დაიწყებთ, მით უკეთესია.

რა სჭირს ჩემს ფეხებს?

ტკივილი და შეშუპება, სიმძიმე, ქავილი და ღამით ფეხის გაკვანძვის შეგრძნება ზოგიერთი ის სიმპტომია, რომელიც ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევაზე მიუთითებს. თქვენმა ფეხებმა მუდმივად უნდა დაუბრუნოს სისხლი გულს – სიმძიმის ძალის საწინაღმდეგოდ! ამის მისაღწევად, აუცილებელია სხვადასხვა მექანიზმების შეთანხმებული მუშაობა:

  • თქვენი გული იკუმშება და უზრუნველყოფს სისხლის მუდმივ დინებას
  • ვენებს გააჩნია სარქველები, რომელიც ხელს უშლის სისხლის უკან დაბრუნებას
  • თქვენი კუნთები შეკუმშვისას ვენებს აწვება, რაც ხელს უწყობს სისხლის შემდგომ მიდენას გულისკენ
სისხლი მიედინება ზევიT გულისქენ. მოყმედებს რა, როგორც ცამხრივი საქეთი, ვენების სარყველები მიმარTავს სისხლს გულისაქენ. სისხლZარRვის სარყველები იხურება და ამიT ხელს უSლის სისხლის უქუდინებას. გარემომცველი ქუნTების SექუმSვა დამათებიT უვyობს ხელს სისხლის გულისქენ მიდინებას.

ჯანსაღი ვენები

როდესაც ვენები ჯანმრთელია, კუნთების, სისხლძარღვთა კედლების და სარქვლების შეთანხმებული მოქმედება უზრუნველყოფს გულისკენ სისხლის ოპტიმალურ მიდენას.

 
 

ვენური სისტემის დარღვევები

სარქვლების უკმარისობა
თუ ამ სისტემის მუშაობა დაირღვა, შეიძლება განვითარდეს ქრონიკული ვენური უკმარისობა სარქვლების ნაკლოვანებით. ვენების სარქველები სათანადოდ ვეღარ იხურება და სისხლის უკუდინებას ბოლომდე ვერ ეწინააღმდეგება, რაც ამ ვენებში სისხლის მოცულობის მუდმივ მატებას იწვევს. შედეგად, თანდათან ვითარდება ვენური დრენაჟის და მიკროცირკულაციის დარღვევა.

 

ვენების ვარიკოზი

ზემოთ აღწერილი მდგომარეობის დროს სარქველებს თანდათანობით ელასტიურობის დაკარგვისა და ფუნქციის მოშლის საფრთხე ემუქრება. დროთა განმავლობაში ამან შეიძლება ვენების ვარიკოზის გამოვლენამდე მიგვიყვანოს. ტერმინი `ვარიკოზული ვენები´ გამოიყენება გაფართოებული, გადავსებულ ვენების აღსანიშნავად, რომლებიც ამობურცულია ქვედა კიდურების კანის ზედაპირიდან. კიდევ უფრო დიდ რისკს თრომბოზი წარმოადგენს. ვენური თრომბოზი შეიძლება განვითარდეს ვენებში თრომბების წარმოქმნის გამო, რაც იწვევს ვენების ობსტრუქციას.

 

რისი გაკეთება შეგიძლიათ
დაავადების პროგრესირების შესაფერხებლად რეკომენდებულია მკურნალობის და დამხმარე ღონისძიებების დაწყება უკვე დაავადების ადრეულ სტადიაზე. ლიოტონის გამოყენების გარდა, როდესაც გიწევთ დიდი ხნით ჯდომა ან სიარული. სასარგებლოა ელასტიური წინდების ტარება, ასევე ვენების პრობლემების შესამსუბუქებლად გამოცდილი საშუალებაა რეგულარული ვარჯიშები.

სარყველი საTანადოდ ვერ მუSაობს; სისხლის მიმოყცევა დარRვეულია, რასაც ვენებSი სისხლის Sეგუბებამდე მივyავარT. ვენები იველება ან ფარTოვდება, სარყველები ვეRარ იხურება და ვეRარ აფერხებს სისხლის უქუდინებას. ზევოლას მაინც დიდი მნიSვნელობა აყვს სისხლის გულისაქენ მიდინებისTვის.

ვენური უკმარისობა

როდესაც სარქვლების ფუნქცია დარღვეულია, სისხლი ფეხების ქვედა ნაწილებში გუბდება. გვიან სტადიებზე, გარშემო კუნთების დახმარებაც კი აღარ არის საკმარისი სიმძიმის ძალის საწინააღმდეგოდ სისხლის გადასატუმბად.

 
Berlin-Chemie AG