Logo Lioton

იყავით აქტიური

თქვენი ფეხების სილამაზისათვის

როდესაც ფეხების გამოჩენა გინდათ, განსაკუთრებით ზაფხულში, ვენური დარღვევები შეიძლება კოსმეტიკურ პრობლემადაც გექცეთ. ლიოტონი თქვენი კანის მიკროცირკულაციას აუმჯობესებს და ამცირებს ფეხების შეშუპებასა და სიწითლეს.

 

გარდა ამისა, არსებობს ზოგიერთი დამატებითი ღონისძიება, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ გააძლიეროთ ვენური სისტემა მთელი წლის განმავლობაში.

 

მიეცით საშუალება სისხლს, რომ იმოძრაოს

მგზავრობის დროს ან სამსახურში ხანგრძლივად ჯდომის ან ფეხზე დგომისას, შეგიძლიათ ვენებს დაეხმაროთ ზოგიერთი მარტივი და ხანმოკლე ვარჯიშით. განაგრძეთ კითხვა, რათა უფრო მეტი ისწავლოთ!

 

›› ვრცლად

 
 

შეინარჩუნეთ ელასტიური ვენები და მოქნილი ფეხები

ვენების ხანგრძლივად კარგ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა არ არის საჭირო. ჩვენს მიერ რეკომენდებული ვარჯიშები ძირითადად სხეულის ქვედა ნაწილის კუნთების გაჭიმვაზეა ორიენტირებული და ვენებზე კომპრესია-დეკომპრესიით ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას. მოსინჯეთ ჩვენი ყოველდღიური ვარჯიშები, რათა ვენებმა და კუნთებმა კარგად იფუნქციონიროს და სისხლს კარგი მიმოქცევის საშუალება მიეცეს.

 

›› ვრცლად

 
 

რა უნდა გავაკეთოთ და რა – არა ჯანმრთელი ფეხების შესანარჩუნებლად

ბოჭკოებით მდიდარი საკვები
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ბოჭკოებით მდიდარი საკვები ვენების ვარიკოზის განვითარების პრევენციას უწყობს ხელს. ასეთი საკვების საკმარისი რაოდენობით მიღება გვეხმარება, რომ თავიდან ავიცილოთ ყაბზობა, რომელსაც შეუძლია გაზარდოს მუცლის შიდა წნევა და ვენური სისტემის გადატვირთვა გამოიწვიოს.

 

ხილი და ღვინო
ახალ ხილში, ხილის წვენებში და ღვინოში აღმოჩენილია ისეთი მძლავრი ანტიოქსიდანტები, როგორიცაა ჩ ვიტამინი და ფლავონოიდები, რომლებიც, ცნობილია, რომ იცავს სისხლძარღვის კედლების კოლაგენურ შრეს. კოლაგენური ქსოვილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვენების შენებასა და გამძლეობაში.

 

შესაფერისი ვარჯიშები
კანჭის კუნთების სიმძლავრე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ვენებში სისხლის ნორმალური მიმოქცევისთვის. ფეხის ვენების კომპრესიით, წვივის კუნთები ამაგრებს და ეხმარება ვენებსა და სარქველებს. ამიტომ, წვივის კუნთების მუშაობის და ძალის გასაუმჯობესებელი სტრუქტურული ვარჯიშები ვენებისთვის ძალიან სასარგებლოა.

 

ელასტიური წინდები
ელასტიური წინდების ხმარება განსაკუთრებით მაშინაა რეკომენდებული, როდესაც დღის განმავლობაში ხანგრძლივად ფეხზე დგომა ან სიარული გიწევთ. ელასტიური წინდებით ვენების კომპრესია ეხმარება სისხლის მიმოქცევას ქვედა კიდურებში. ვენებში შიგნიდან გარეთ მიმართულ წნევაზე უკუქმედება ხელს უწყობს სისხლის გულისკენ მიდენას.

 
Berlin-Chemie AG