Logo Lioton

ლიოტონი® 1000 გელი

ივარჯიშეთ, რათა თქვენს ვენებს სწრაფად მოჰგვაროთ შვება

ხშირად, როდესაც ადამიანებს ავტობუსით, მატარებლით ან თვითმფრინავით მგზავრობისას ხანგრძლივი დროის განმავლობაში უწევთ ჯდომა, ფეხები ტკივდებათ.

 

რა შეგიძლიათ გააკეთოთ?
აქ აღწერილ ზოგიერთ მარტივ ვარჯიშს ტკივილის შეამცირება შეუძლია. ხანგრძლივად ჯდომისას, პერიოდულად ადექით და გაიარ-გამოიარეთ, სვით დიდი რაოდენობით მინერალური წყალი და ხილის წვენი.

 

ხანგრძლივი დახმარება თქვენი ვენებისთვის

სცადეთ ჩვენი 10 ყოველდღიური ვარჯიში ფეხების ფორმისა და მოქნილობის შესანარჩუნებლად!

 

›› ვრცლად

 

ვარჯიში 1

ფეხზე დგომისას: ტერფები ბრტყლად დადეთ იატაკზე, ქუსლები ასწიეთ რაც შეიძლება მაღლა და ასე გაჩერდით 3 წამის განმავლობაში. ფეხები დაასვენეთ, შემდეგ უკან გადაიხარეთ ქუსლებზე და ფეხის თითები ზემოთ ასწიეთ. გაიმეორეთ 10-ჯერ.

ვარჯიში 2

მჯდომარემ: ნელა და თანაბრად გაასრიალეთ ერთი ფეხისგული იატაკზე რაც შეიძლება შორს, შემდეგ უკან გამოასრიალეთ და ასწიეთ ქუსლები. გაიმეორეთ 30-ჯერ.

ვარჯიში 3

მჯდომარემ: ტერფები ოდნავ ასწიეთ, ტერფის შიგნითა კიდეები შიგნით შეაბრუნეთ და შემდეგ ზემოთ ასწიეთ. ამის შემდეგ ტერფის გარეთა კიდეები გარეთ შეაბრუნეთ და ზევით ასწიეთ. გაიმეორეთ 30-ჯერ.

ვარჯიში 4

მჯდომარემ: ფეხები გაჭიმეთ და ტერფები მოხარეთ. ფეხები აბრუნეთ საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ საპირისპიროდ. 5-ჯერ გაიმეორეთ ორივე ფეხისთვის.

Berlin-Chemie AG