რა იწვევს ვენურ უკმარისობას?

როგორ მუშაობს ვენები და რისკ-ფაქტორები

ვენები სხეულის ყველა ორგანოდან სისხლს გულისკენ აბრუნებს. იმისათვის, რომ გულს მიაღწიოს, ფეხების ვენებში სისხლმა უნდა იმოძრაოს ქვევიდან ზევით. ყოველი ნაბიჯის დროს თქვენი წვივების კუნთები იკუმშება, აწვება ვენებს და სისხლის ნაკადს მიმართავს ზევით. ვენებს აქვს სარქველები, რომლებიც ერთი მიმართულებით იღება, რაც უზრუნველყოფს სისხლის მოძრაობას ზევით და არა ქვევით.

როდესაც სარქველები ზიანდება, ვითარდება ზედაპირული ვენების უკმარისობა. ამ დროს სისხლი უკან ბრუნდება.

სარქველების დაზიანების ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია:

  • არაჯანსაღი ცხოვრების წესი (თამბაქოს მოწევა, სიმსუქნე, ჰიპოდინამია)
  • ზედაპირული ვენების დაავადებები მემკვიდრეობაში 
  • ორსულობა 
  • ფეხების ტრავმა, ოპერაცია ან წარსულში თრომბების არსებობა
  • ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჯდომა ან დგომა ზრდის წნევას ფეხების ვენებში 

რა შემიძლია გავაკეთო ვენური უკმარისობის წინააღმდეგ?

იმისათვის, რომ გაიუმჯობესოთ ფეხებში სისხლის მიმოქცევა, ბევრი რამ შეგიძლიათ გააკეთოთ. შეგიძლიათ შეამციროთ სიმპტომები და გართულებების განვითარების რისკი. რაც უფრო დროულად დაიწყებთ, მით უკეთესი შედეგი გექნებათ.

ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი. შეასრულეთ სათანადო ვარჯიშები, უარი თქვით ალკოჰოლსა და სიგარეტზე, დაიცავით ბალანსირებული დიეტა. ვენების რეგულარული ვარჯიშები ხელს უშლის ზედაპირული ვენური უკმარისობის განვითარებას ან პროგრესირებას. ამასთან ერთად, ლიოტონი 1000® გელს ვარიკოზული ვენების გართულებების განვითარების პროფილაქტიკის უნარი აქვს. 

ჯანმრთელი ქალი ემზადება სავარჯიშოდ, რათა თავიდან აიცილოს ვენური უკმარისობის განვითარება
მომღიმარი ქალი მიირთმევს ჯანსაღ საუზმეს, რათა თავიდან აიცილოს ვენური უკმარისობის განვითარება
ქალი წინ იხრება, რათა გაჭიმოს ქალაქის ქუჩებში სირბილის შემდეგ დაღლილი ფეხები და თავიდან აიცილოს ვენური უკმარისობის განვითარება