გეწყებათ ფეხების ქავილი ან მოუსვენრობა ძილის წინ? ეს შეიძლება იყოს მოუსვენარი ფეხების სინდრომის (RLS) სიმპტომები. გაიგეთ, რა არის მოუსვენარი ფეხების სინდრომი (RLS) – და როგორ ვუმკურნალოთ? არის კავშირი ვენურ უკმარისობასთან?
მოუსვენარი ფეხების სინდრომი RLS, ხასიათდება არასასიამოვნო შეგრძნების მოსახსნელად ფეხების მოძრაობის სურვილით. მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მიზეზი, ეს ქრონიკული ვენური დაავადების ჩვეული სინდრომია (შესაძლოა გამოწვეული იყოს ასევე. RLS სიმპტომები ხშირად ვლინდება ქრონიკული ვენური დაავადების მქონე პაციენტებში.
ვის უყვარს ტკბილი ძილის დარღვევა ღამით საწოლში წრიალის გამო. თუმცა, სიმპტომები უმეტესად სწორედ ამ დროს ვლინდება: როცა ისვენებთ, უმოქმედო ხართ ან იძინებთ. ფეხების მოძრაობის სურვილის გარდა, RLS ძირითადად ხასიათდება უსიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებებით, რომლებსაც აღწერენ, როგორც:
უსიამოვნო სიმპტომები ხშირად ღამით უფრო მძაფრდება, ვიდრე დილით.
უპასუხეთ ამ კითხვებს და გაიგეთ, გაქვთ თუ არა მოუსვენარი ფეხების სინდრომი RLS?:
თუ თქვენ ხუთივე კითხვას დადებითი პასუხი გაეცით, მაშინ შესაძლოა, მოუსვენარი ფეხების სინდრომი გაქვთ.
მოუსვენარი ფეხების სინდრომის სწორი დიაგნოზის დასადგენად და სხვა ძირითადი დაავადების გამორიცხვის მიზნით ყოველთვის მიმართეთ ექიმს და სიმპტომებზე დეტალურად მოუყევით სამკურნალო ღონისძიებების რჩევის მისაღებად.
მოუსვენარი ფეხების სინდრომის მიზეზები სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვაგვარია და შეიძლება ზოგიერთი მდგომარეობის ან მედიკამენტის * თანმხლები ეფექტი იყოს. თუმცაღა, მისი კავშირი ვენურ უკმარისობასთან კარგადაა ცნობილი. კვლევები გვიჩვენებს, რომ მოუსვენარი ფეხების სიმპტომები უმჯობესდება ზედაპირული ვენური დაავადების მკურნალობასთან ერთად.
RLS-ის რისკის ფაქტორები:
იცოდით, რომ ქრონიკულ ვენურ დაავადებას ხშირად თან ახლავს მოუსვენარი ფეხების სინდრომი? კვლევებმა აჩვენა, რომ მოუსვენარი ფეხების სინდრომის მქონე პაციენტების 91%-ს ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებიც. ზედაპირული ვენური უკმარისობის ოპერაციული მკურნალობის შედეგად RLS სიმპტომების გაუმჯობესება აღინიშნა პაციენტების 80 %-ში. ასე რომ, ექიმმა აუცილებლად უნდა გამორიცხოს ქრონიკული ვენური უკმარისობა, როგორც მოუსვენარი ფეხების სინდრომის მიზეზი, სანამ სხვა სამედიცინო მკურნალობას დაიწყებთ.
ზოგიერთი სხვა რისკის ფაქტორიც შიძლება იყოს:
* მოუსვენარი ფეხების სინდრომის სავარაუდო მიზეზების ან რისკის ფაქტორების სწორი განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია, გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან!
დიახ, შეიძლება მართლა აუტანელი იყოს, როცა თქვენი გაღიზიანებული ფეხები ღამის ტკბილ ძილს არღვევს. ზოგჯერ ძნელია სიმპტომების ზუსტი მიზეზის დადგენა. (გთხოვთ, ყოველთვის მიმართოთ ექიმს, რათა შეამოწმოთ, არის თუ არა ქრონიკული ვენური უკმარისობა თქვენი მოუსვენარი ფეხების სინდრომის მიზეზი)
კარგი ამბავი: თუ მოუსვენარი ფეხების სინდრომი (RLS) გამოწვეულია ვენური უკმარისობით, ვენური უკმარისობის მკურნალობამ შესაძლოა გააუმჯობესოს RLS სიმპტომებიც (ზოგიერთი კვლევით დადგინდა, რომ RLS სიმპტომები ვენებზე ოპერაციული მკურნალობის შემდეგ შემსუბუქდა).
ვენური უკმარისობის შესამსუბუქებლად და ფეხების სიჯანსაღისთვის რეკომენდებული ჯანმრთელი ცხოვრების ზოგიერთი წესი, შესაძლოა მოუსვენარი ფეხების სიმპტომების მართვაშიც დაგეხმაროთ.
დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს. როგორ შეგიძლიათ თავად შეამციროთ ქრონიკული ვენური დაავადების შემდგომი დამძიმების რისკი? სისხლის მიმოქცევისა და კუნთების ტონუსის გაუმჯობესებით. სცადეთ, შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი:
რჩევები ფეხების სიჯანსაღისთვის:
თუ ღამით ხშირად იღვიძებთ, მიყევით ჩვენს რჩევებს:
რჩევები მოუსვენარი ფეხების სინდრომის შესამსუბუქებლად ღამით და ძილის წინ:
თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი RLS გამოწვეულია ვენური უკმარისობით*…
გამოიყენეთ გელი, როგორიცაა ლიოტონი® 1000. ჰეპარინის მაღალი კონცენტრაციის წყალობით ლიოტონი® 1000 გელი უზრუნველყოფს ზედაპირული ვენური უკმარისობის სიმპტომების - ტკივილისა და ფეხების შეშუპების - შემცირებას. ლიოტონი® 1000 გელი მოგანიჭებთ გაგრილების სასიამოვნო შეგრძნებას.
ლიოტონი® 1000 გელის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
*დიაგნოსტიკისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს.
უნდა იცოდეთ: რომ ლიოტონი® 1000 გელი უზრუნველყოფს დამამშვიდებელ
გაგრილების შეგრძნებას და არის სასიამოვნო გამოსაყენებლად, სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ლაქებს.
ლიოტონი® 1000 გელის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სცადეთ!დაინტერესებულხართ თუ არა, როგორ გეხმარებათ თქვენი ვენები მთელი დღის განმავლობაში, როგორ მუშაობს და როგორ სუსტდება? ეს ვიდეო მოგაწვდით მოკლე მიმოხილვას და გაჩვენებთ, თუ როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 თქვენი ვენების დასახმარებლად.