რა არის ვენური უკმარისობა?

რა ხდება ჩემს ფეხებში?

როდესაც ვენური უკმარისობა გაქვთ, ვენებს უჭირს სისხლის გადატანა ფეხებიდან გულისკენ.

ფეხების ვენებში მუდმივად უნდა ხდებოდეს სიმძიმის ძალის გადალახვა, რათა სისხლი გულში ბრუნდებოდეს! ამის მისაღწევად საჭიროა რამდენიმე მექანიზმის ერთიანობა: 

  • გულის მუშაობა განაპირობებს სისხლის მუდმივ მოძრაობას 
  • სარქველები კარგად უნდა ფუნქციონირებდეს, რათა სისხლმა სწორი მიმართულებით იმოძრაოს. 
  • კუნთების შეკუმშვისას ხდება ვენებზე ზეწოლა, რაც ხელს უწყობს სისხლის გულისკენ მიდინებას 

ჯანმრთელი ვენის ილუსტრაცია, რომელიც აჩვენებს, რომ ნორმალური ვენის კომპრესია ხელს უწყობს სისხლის მიდინებას გულისკენ.

ზედაპირული ვენების უკმარისობა

როდესაც ეს მექანიზმი ირღვევა, ვითარდება ვენური უკმარისობა სარქველების ნაკლოვანებით. სისხლის უკუდინების შემაჩერებელი ვენური სარქველები ვერ იხურება სრულად, რაც იწვევს ვენებში სისხლის მოცულობის მუდმივ ზრდას. ამის შედეგად ვითარდება ვენური დრენაჟის და მიკროცირკულაციის მზარდი დარღვევა.

როდესაც სარქველები ვერ ფუნქციონირებს, სისხლი მიედინება არასწორი მიმართულებით: ქვევით, უკვე შეგუბებული ფეხებისკენ. ვითარდება ვენური სტაზი. ეს პროცესი ეხება ზედაპირულ ვენებს და მას პროგრესირებადი ხასიათი აქვს.

შეშუპება, სიმძიმე, ქავილი, ტკივილი და ღამის კრუნჩხვები თქვენს ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან დაკავშირებული ზოგიერთი სიმპტომია.

 

ვენური უკმარისობის ილუსტრაცია აჩვენებს ვენების კომპრესიის დარღვევას და ელასტიურობის შემცირებას, რაც ხელს უშლის სისხლის ცირკულაციას.

ვარიკოზული ვენები

ზემოთ აღწერილ სიტუაციაში ვენები ელასტიურობის შემდგომი დაკარგვისა და ფუნქციის კიდევ უფრო მეტად დაქვეითების საფრთხის ქვეშაა. ამის შედეგად დროთა განმავლობაში ვითარდება ვენების ვარიკოზი. ტერმინი „ვენების ვარიკოზი“ აღნიშნავს გაფართოებულ, გაბერილ ვენებს, რომლებიც ამობურცულია ფეხების კანის ზედაპირზე. უფრო დიდი რისკიც არსებობს - თრომბოზი. ვენური თრომბოზი ვითარდება ვენებში სისხლის კოლტის წარმოქმნის შედეგად, რაც ვენის დახშობას იწვევს.

როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს

დაინტერესებულხართ თუ არა, როგორ გეხმარებათ თქვენი ვენები მთელი დღის განმავლობაში, როგორ მუშაობს და როგორ სუსტდება? ეს ვიდეო მოგაწვდით მოკლე მიმოხილვას და გაჩვენებთ, თუ როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 თქვენი ვენების დასახმარებლად.