ლიოტონი® 1000 გელი დაიტანება კანზე და მოქმედებს ლოკალურად, სისტემური ეფექტების გარეშე. მას გვერდითი მოვლენების განვითარების ძალიან დაბალი რისკი აქვს და კარგად აიტანება. ლიოტონი® 1000 გელი გამოიყენება ცალკე -ადგილობრივი მკურნალობისთვის ან კომბინაციაში - სისტემურ მკურნალობასთან ერთად.
გაითვალისწინეთ: ლიოტონი® 1000 გელი არ უნდა გამოიყენოთ, თუ ალერგია გაქვთ მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ
თუ ალერგია გაქვთ ჰეპარინზე ან სხვა რომელიმე შემადგენელზე, არ უნდა გამოიყენოთ ლიოტონი® 1000 გელი. ვინაიდან ჯერ-ჯერობით ცოტაა ინფორმაცია ბავშვებში ლიოტონის გამოყენების შესახებ, არ არის რეკომენდებული მისი ბავშვებში გამოყენება.
ლიოტონი® 1000 გელი არ უნდა გამოიყენოთ სისხლმდენ ან ჭრილობის ღია უბნებზე, ლორწოვან გარსებსა და ინფიცირებულ ადგილებზე.
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენებისთვის კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, რადგან ლიოტონი® 1000 გელის ამ პერიოდებში გამოყენებაზე არ არსებობს რაიმე სპეციფიკური მონაცემები.
ოდესმე გიფიქრიათ, როგორ გვეხმარება ჩვენი ვენები ყოველდღე, როგორ მუშაობს და როგორ სუსტდება? ეს ვიდეო წარმოგიდგენთ მოკლე მიმოხილვას და ასევე, გაჩვენებთ, თუ როგორ მუშაობს ლიოტონი® 1000 გელი თქვენი ვენების დასახმარებლად.