აქტიური ინგრედიენტი ჰეპარინი

რა არის ჰეპარინი?

ჰეპარინი ბუნებრივი ნაერთია, რომელიც ცნობილია თავისი მოქმედებით სისხლის კოაგულაციურ კასკადზე . ჰეპარინს აქვს ანტიკოაგულაციური, ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო თვისებები.

როგორ მოქმედებს ჰეპარინი?

ჰეპარინს, ლიოტონი® 1000 გელის ძირითად ინგრედიენტს მოქმედების რამდენიმე მექანიზმი გააჩნია. ანთების მედიატორებზე ზემოქმედებით ამცირებს ტკივილს და გაღიზიანებას. ამასთან ერთად, ჰეპარინი აქვეითებს ანთებითი ვენებიდან სითხის გაჟონვას და ანთებაზე, სითხის ჟონვასა და სისხლის შედედებაზე ჰეპარინის ზემოქმედებით, ლიოტონი® 1000 გელი ამცირებს ზედაპირული ვენების დაავადებების სიმპტომებს.

უყურეთ ვიდეოს და ნახეთ, როგორ მოქმედებს პრეპარატი.

რატომ ჰქვია ლიოტონი® 1000?

ლიოტონი® 1000 შეიცავს ჰეპარინის 1000 საერთაშორისო ერთეულს გრამზე. ასეთი მაღალი კონცენტრაცია და გელის შემადგენლობა ერთად, განაპირობებს ჰეპარინის ღრმა შეღწევას კანში, რაც ამ პრეპარატს უპირატესობას ანიჭებს მალამოსთან შედარებით.

როგორ მუშაობს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს

ოდესმე გიფიქრიათ, როგორ გვეხმარება ჩვენი ვენები ყოველდღე, როგორ მუშაობენ და როგორ სუსტდებიან? ეს ვიდეო მოგცემთ სწრაფ მიმოხილვას და ასევე გაჩვენებთ, თუ როგორ მუშაობს ლიოტონი® 1000 გელი თქვენი ვენების დასახმარებლად.