რისთვისაა კარგი ლიოტონი® 1000 გელი?

ზედაპირული ვენების დაავადებების სიმპტომების წინააღმდეგ

ლიოტონი®  1000 გელი გამოიყენება:

  • ზედაპირული ვენების დაავადებების სიმპტომების სამკურნალოდ (მაგ. ვენების ვარიკოზის ნიშნების და გართულებებისას: დაზიანებულ ვენაში სისხლის კოლტის წარმოქმნა ვენის კედლის ანთებით ან ანთების გარეშე; ვენის გარშემო ქსოვილების ანთება და ვარიკოზული ვენის შესაბამის კანის უბანზე წყლულის განვითარება)
  • ქირურგიული ოპერაციის შემდგომ დაზიანებული ვენის კედლის ანთების მკურნალობა
  • ოპერაციის შემდგომი სიმპტომების შემცირება (მაგ. სისხლჩაქცევა და შეშუპება)
  • ტრავმის ან გაჭიმვის შემდგომ სახსრების და კუნთების შეშუპების და სისხლჩაქცევების შემცირება 

ლიოტონის® გამოყენება შეიძლება მხოლოდ  ადგილობრივად ან კომბინაციაში სისტემურ მკურნალობასთან ერთად. ყოველთვის იხმარეთ გელი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით.  გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული. ოჯახის, მეგობრების, სამსახურის გაზრდილი მოთხოვნები ხშირად გვაიძულებს მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომას. თუ უკვე გაქვთ ზედაპირული ვენების დაავადება, ეს გამოვლინდება ფეხების სიმძიმესა და შეშუპებაში.  სიმპტომები უარესდება წლის ცხელ პერიოდებში.

ლიოტონი®  1000 გელი ეფექტურად ამცირებს ზედაპირული ვენების დაავადების სიმპტომებს, როგორიცაა:

  • ფეხების სიმძიმე 
  • ფეხების ტკივილი 
  • ფეხების სიწითლე და შეშუპება 

გელის ოპტიმალური შემადგენლობა განაპირობებს სიგრილის შეგრძნებას დისკომფორტის უბანზე 

ფეხების სიმძიმე ვარიკოზული ვენებით და სიწითლით

ხშირად გაწუხებთ ფეხების სიმძიმე? სწორედ ასე ჩნდება გადაბერილი ვენები  კანის ზედაპირზე ახალგაზრდა ასაკშიც კი. ზედაპირული ვენების დაავადების დროს თქვენ დგებით ზოგიერთი პრობლემის წინაშე: 

  • შეშუპება და სიმძიმე 
  • გამოხატული კანქვეშა ვენური ქსელები
  • წვივებსა და კოჭების არეებში სითხის დაგროვება ან შეშუპება, განსაკუთრებით, საღამოს 
  • ფეხების ტკივილი და დაჭიმულობა, განსაკუთრებით, ხანგრძლივი დროით ფეხზე დგომის/ჯდომის შემდეგ ან სითბოს, მაგალითად - გამათბობელი,  აბაზანა ან ცხელი წყალი - ზემოქმედებით 
  • ქავილი ან კრუნჩხვა

თქვენ შეიძლება გქონდეთ ზედაპირული ვენების დაავადება. მიმართეთ  ექიმს!

ეს პრეპარატი ყოველთვის ისე გამოიყენეთ, როგორც გეტყვით ექიმი ან ფარმაცევტი. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ჯანმრთელი ცხოვრების წესი და ლიოტონი®  1000 გელის რეგულარული გამოყენება დაგეხმარებათ ვენების ვარიკოზის  სიმპტომების შემცირებაში, ასე რომ, თქვენ შეძლებთ ფეხზე მყარად დგომას და აქტიურ ცხოვრებას.

ვენების ანთება

გაქვთ ვენების ვარიკოზი და გართულებები? კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს!

ლიოტონი® 1000 გელი ჩვეულებრივ  გამოიყენება ზედაპირული ვენების დაავადებების დროს განვითარებული გართულებების შესამცირებლად:

  • თრომბოფლებიტი - ზედაპირული ვენების მწვავე თრომბოზი და ანთება 
  • პერიფლებიტი - ანთებითი პროცესი, რომელიც ვითარდება ვენების გარემომცველ ქსოვილებში 
  • ვარიკოფლებიტი - ვარიკოზული ვენების ანთება 
  • ფლებოთრომბოზს ახასიათებს ღრმა ვენების თრომბით სრული ან ნაწილობრივი ოკლუზია 

კანქვეშა სისხლჩაქცევების მკურნალობა

კანქვეშა სისხლჩაქცევა შეიძლება იყოს დალურჯება და დაზიანება. ვითარდება ტრავმის ან ზედაპირული, კანქვეშა სისხლძარღვების დაზიანების დროს. პაციენტები, რომლებიც ანტიკოაგულაციურ მედიკამენტებს იღებენ, უფრო მიდრეკილნი არიან სისხლჩაქცევების მიმართ 

კანქვეშა ჰემატომა ახლოდან, წითელი და იისფერი სისხლჩაქცევებით.

კანქვეშა ჰემატომა მკურნალობას საჭიროებს. მკურნალობა მხოლოდ ტკივილის შემცირებას არ გულისხმობს, ასევე მცირდება ქსოვილებში სისხლის მიმოქცევა სისხლძარღვების შევიწროვების გამო, რაც ხელს უშლის სილურჯის გავრცელებას. დაზიანებული ადგილის ზევით აწევა, ასევე ამცირებს დაზიანებულ ქსოვილში სისხლის მიმოქცევას.

სიმპტომების შესამცირებლად ნაზად წაისვით ლიოტონი 1000 გელი დაზიანებულ ადგილზე. 

გელის აქტიური ინგრედიენტი ჰეპარინი კანით შეიწოვება, სადაც ხელს უწყობს დაგროვილი სისხლის გაწოვას თავისი სამმაგი მოქმედებით (ანტიკოაგულაციური, ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო).

ვარიკოზულ ვენებზე ოპარაციის შემდგომ

ვარიკოზული ვენების ოპერაცია ძირითადად გულისხმობს  ვენის გასუფთავებას და თრომბექტომიას; ნაკლებად ინვაზიური მეთოდია სკლეროთერაპია (ქსელისებრი ვენების) ან ენდოვენური ლაზერული მკურნალობა.

ლიოტონი® 1000,  თავისი ანტიკოაგულაციური, ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებით, ამცირებს ვენებზე ოპერაციის შემდგომ განვითარებულ სიმპტომებს.

ღამის კრუნჩხვები

ღამის კრუნჩხვები შეიძლება ვარიკოზული ვენების სიმპტომი იყოს. ზედაპირული ვენების დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ფეხების კუნთების კრუნჩხვები, განსაკუთრებით - ღამით. ასეთი კრუნჩხვები შეიძლება ძალიან მტკივნეული და შემაწუხებელი იყოს.

ლიოტონი® 1000 გელით მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს ღამის კრუნჩხვებს.

როგორ მუშაობს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს

ოდესმე გიფიქრიათ, როგორ გვეხმარება ჩვენი ვენები ყოველდღე, როგორ მუშაობს და როგორ სუსტდება? ეს ვიდეო წარმოგიდგენთ მოკლე მიმოხილვას და ასევე, გაჩვენებთ, თუ როგორ მუშაობს ლიოტონი® 1000 გელი თქვენი ვენების დასახმარებლად.