როგორ შემიძლია ვენური დაავადების პროფილაქტიკა?
სხვა რჩევები პროფილაქტიკისთვის
ფეხებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების მრავალი ხერხი არსებობს. ამასთანავე, შეგიძლიათ მაქსიმალურად შეამციროთ სიმპტომები და გართულებების რისკი. რაც უფრო ადრე დაიწყებთ, შედეგი უკეთესი იქნება.
ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა. ამაში იგულისხმება შესაბამისი ვარჯიში, ალკოჰოლსა და მოწევაზე უარის თქმა და ბალანსირებული დიეტა. რეგულარული ვარჯიში ხელს უშლის ზედაპირული ვენური უკმარისობის განვითარებას და პროგრესირებას.
დამატებით, ლიოტონი® 1000 გელს შეუძლია ვარიკოზული ვენებით გამოწვეული გართულებების პროფილაქტიკა.
1 - ვენური დაავადების პროფილაქტიკა: ვარჯიშები თქვენი ფეხების ჯანმრთელობისათვის
ვენური ვარჯიშები ვენებს უნარჩუნებს მათ მთავარ ფუნქციას: სისხლის გულისკენ დაბრუნებას. ბევრი სახის ვარჯიში შეიძლება სახლის პირობებში ან ოფისშიც კი ჩატარდეს:
- შეინარჩუნე სისხლის მიმოქცევა
- შეინარჩუნე ვენების და ფეხების ელასტიურობა
იცით თუ არა? დღეში თუნდაც 10-15 წთ-მა შეიძლება შეამციროს თქვენი დისკომფორტი, შეშუპება, ტკივილი, ფეხების სიმძიმე და უზრუნველყოს ხანგრძლივი ჯანმრთელობა.
2 - ვენური დაავადების პროფილაქტიკა: კომპრესიული (მომჭერი) წინდები
კომპრესიული წინდები განსაკუთრებით რეკომენდებულია დღის განმავლობაში ხანგრძლივი დროით ჯდომის, ფეხზე დგომის ან სიარულის დროს. კომპრესიული წინდები ხელს უწყობს ფეხებში სისხლის მიმოქცევას ვენის შიგნით არსებულ წნევაზე გარედან ზეწოლით. ეს ეხმარება ვენებს სისხლის გულისკენ გადატუმბვაში.
3 - ვენური დაავადების პროფილაქტიკა: ბოჭკოებით მდიდარი საკვები
კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ბოჭკოებით მდიდარი საკვები ვარიკოზული ვენების პროფილაქტიკურ საშუალებას წარმოადგენს. საკმარისი რაოდენობით მიღებისას, ის ხელს უშლის ყაბზობას, რომელიც მუცლის შიდა წნევას და ვენური სისტემის დატვირთვას ზრდის.
4 - ვენური უკმარისობის პროფილაქტიკა: ხილი
ხილში არსებული ძლიერი ანტიოქსიდანტები, როგორიცაა C ვიტამინი და ბიოფლავონოიდები იცავს სიხლძარღვის კედლის კოლაგენურ შრეს. კოლაგენი მნიშვნელოვანია ვენების კედლის სიძლიერისთვის.
სარქვლების დაზიანების ყველაზე მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორებია:
- არაჯანსაღი ცხოვრების წესი (თამბაქო, სიმსუქნე, უმოძრაობა)
- ზედაპირული ვენების დაავადების ოჯახური ისტორია
- ორსულობა
- ტრავმის, ოპერაციის შედეგად დაზიანება ან თრომბის არსებობა წარსულში
-
ხანგრძლივად ჯდომა ან დგომა ზრდის ფეხების ვენებში სისხლის წნევას
როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს
დაინტერესებულხართ თუ არა, როგორ გეხმარებათ თქვენი ვენები მთელი დღის განმავლობაში, როგორ მუშაობს და როგორ სუსტდება? ეს ვიდეო მოგაწვდით მოკლე მიმოხილვას და გაჩვენებთ, თუ როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 თქვენი ვენების დასახმარებლად.