როდის არ უნდა გამოიყენოთ ლიოტონი®
რა უნდა იცოდეთ ლიოტონის® გამოყენებამდე
ლიოტონი®1000 გელი დაიტანება კანზე და მოქმედებს ლოკალურად, სისტემური ეფექტების გარეშე. მას გვერდითი მოვლენების განვითარების ძალიან დაბალი რისკი აქვს და კარგად აიტანება. ლიოტონი®1000 გელი გამოიყენება ცალკე -ადგილობრივი მკურნალობისთვის ან კომბინაციაში - სისტემურ თერაპიასთან ერთად.
გაითვალისწინეთ:Lioton® ლიოტონი®1000 გელი არ უნდა გამოიყენოთ, თუ ალერგია გაქვთ მისი რომელიმე ინგრედინტის მიმართ
როდის არ უნდა გამოვიყენოთ ლიოტონი®1000 გელი
თუ ალერგია გაქვთ ჰეპარინზე ან სხვა რომელიმე შემადგენელზე, არ უნდა გამოიყენოთ ლიოტონი®1000 გელი. ვინაიდან ჯერ-ჯერობით ცოტაა ინფორმაცია ბავშვთა ასაკში ლიოტონის გავლენის შესახებ, ბავშვებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული
სად არ უნდა გამოვიყენოთ ლიოტონი ® 1000 გელი
ლიოტონი®1000 გელი არ უნდა გამოიყენოთ სისხლმდენ ან ჭრილობის ღია უბნებზე, ლორწოვან გარსებსა და ინფიცირებულ ადგილებზე.
ორსულობის და ძუძუთი კვების დროს
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენებისთვის კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, რადგან ლიოტონი®1000 გელის ამ პერიოდებში გამოყენებაზე არ არსებობს რაიმე სპეციფიკური მონაცემები
როგორ მუშაობს ლიოტონი®1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს
ოდესმე გიფიქრიათ, როგორ გვეხმარებიან ჩვენი ვენები ყოველდღე, როგორ მუშაობენ და როგორ სუსტდებიან? ეს ვიდეო წარმოგიდგენთ სწრაფ მიმოხილვას და გაჩვენებთ, როგორ მუშაობს ლიოტონი®1000 გელი თქვენი ვენების დასახმარებლად.