ლიოტონი® 1000 გელი სპორტში
შინაარსი
სპორტული ტრავმები
სპორტული აქტივობის დროს ხშირია დაზიანება ან ტრავმები. ისეთ აქტივობებს, როგორიცაა სირბილი, ველოსიპედის ტარება, ფეხბურთის თამაში ან სხვა შეჯიბრებები, ხშირად ახლავს ტრავმები.
როდესაც ტრავმის დროს ზიანდება სისხლძარღვი და სისხლი ჟონავს გარემომცველ ქსოვილებში, ჩნდება სისხლნაჟღენთი. ეს პროცესი სწრაფად ვითარდება. ნებისმიერ შემთხვევაში, დატოვეთ სათამაშო არენა და დაზიანებულ არეზე სწრაფად დაიდეთ ცივი.
ეს შეამცირებს ტკივილს და სისხლის მიდინებას ამ ქსოვილისკენ.
გამოიყენეთ ლიოტონის შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება
დაჭიმვის და სისხლნაჟღენთების დროს ლიოტონი 1000 უშუალოდ დაზიანების უბანზე მოქმედებს. კანქვეშა სისხლჩაქცევების გაწოვას ასევე ხელს უწყობს ლიოტონის აქტიური ინგრედიენტი - ჰეპარინი . დატანის ადგილზე ჰეპარინი დამამშვიდებელი სიგრილის შეგრძნებას იწვევს. ისეთი გელი, როგორიც ლიოტონი®1000-ია, ყოველთვის უნდა ჰქონდეს სპორტსმენს ჩანთაში.
გაფრთხილება: Lioton® ლიოტონი®1000 არ უნდა იხმაროთ ღია ჭრილობაზე
როგორ ავიცილოთ თავიდან დაზიანებები
სპორტში ყველაზე ხშირ დაზიანებას დაჭიმვა და სისხლნაჟღენთი წარმოადგენს. ამ დაზიანებების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა ვარჯიშის წინ გახურება. ე.წ. „ცივ სტარტს“ (გახურების გარეშე) ადვილად შეუძლია სხეულის სტრესისა და დაზიანების გამოწვევა, რაც გაიძულებთ, უცბად შეწყვიტოთ სასიამოვნო აქტივობა. მნიშვნელოვანია სწორედ შერჩეული სპორტული აღჭურვილობაც, მაგ. სპორტული სახეობისთვის სპეციფიკური ფეხსაცმელი ან სიცივის, წვიმის და ქარის საწინააღმდეგო ფუნქციური ტანსაცმელი. შეუხამეთ სპორტული აქტივობა თქვენს შესაძლებლობებს, რათა თავიდან აიცილოთ დაზიანება. სითხის დაკარგვის შემთხვევაში მიიღეთ ელექტროლიტებით მდიდარი სასმელები.
როგორ მუშაობს ლიოტონი®1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს
ოდესმე გიფიქრიათ, როგორ გვეხმარებიან ჩვენი ვენები ყოველდღე, როგორ მუშაობენ და როგორ სუსტდებიან? ეს ვიდეო წარმოგიდგენთ სწრაფ მიმოხილვას და გაჩვენებთ, როგორ მუშაობს ლიოტონი®1000 გელი თქვენი ვენების დასახმარებლად.