რა არის ვენური უკმარისობის სიმპტომები და სტადიები?
ვენების დაავადების სტადიები
ზედაპირული ვენების დაავადება უვითარდება ნებისმიერი ასაკის და აქტივობის ქალსა და მამაკაცს. უმეტესობას აღენიშნება ხილული ვარიკოზული ვენები, ზოგს კი დაავადების აშკარა ნიშნები არ აქვს.
ზუსტი დიაგნოზი ვენური პრობლემის სწორი კლასიფიკაციის საფუძველია.
იმისათვის, რომ შემცირდეს გაურკვევლობა და არსებობდეს ვენური პრობლემისადმი სტანდარტული მიდგომა, ექსპერტების ჯგუფმა შექმნა კლასიფიკაციის სისტემა - CEAP. ეს აკრონიმი ნიშნავს შემდეგს:
- კლინიკური – როგორ გამოიყურება პაციენტის ვენები
- ეტიოლოგია – პრობლემა მემკვიდრეობითია თუ არა
- ანატომია – რომელი ვენებია დაზიანებული
- პათფიზიოლოგია – რომელი მიმართულებით მოძრაობს სისხლი (ნორმალური თუ არა) და სად ხდება სისხლის ნაკადის ბლოკირება
ზედაპირული ვენების დაავადების ხილული ნიშნები არ არის
ფეხზე არ აღინიშნება ზედაპირული ვენების დაავადების ხილული ნიშნები
ვენური ქსელი
ვენებს, რომელსაც ხედავთ ან შეიგრძნობთ უშუალოდ კანქვეშ, ეწოდება ზედაპირული ვენები. ობობას ქსელივით გამოხატული ე.წ. ვენური ქსელები წარმოადგენს წვრილი სისხლძარღვების გროვებს, რომლებიც კანქვეშ ვითარდება; ხშირად აქვს წითელი, ლურჯი ან იისფერი შეფერილობა; ჰგავს ობობას ქსელს. ჩვეულებრივ ჩნდება სახეზე და ფეხებზე.
ვარიკოზული ვენები
ვარიკოზული ვენები ჩნდება ფეხების კანქვეშ. ამ გაფართოებული ვენების დანახვა ადვილია, რადგან ისინი გასქელებულია და დაგრეხილი. ჭარბი წონისას მათი გამოვლენა შესაძლოა გაძნელდეს კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილით დაფარვის გამო.
შეშუპება
როცა ვენების ქრონიკული უკმარისობა გაწუხებთ, ხშირად წვივებისა და კოჭების შეშუპება ვითარდება. თითის დაჭერისას ქსოვილებში დიდი ხნით რჩება ჩაღრმავება.
მიზეზებს შორისაა ყავის და ალკოჰოლის მიღება, ხანგრძლივი დროით დგომა ან ჯდომა. ზოგი სერიოზული გართულების, როგორიცაა ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტი, ხელის შემწყობი შეიძლება მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება იყოს.
კანის ცვლილებები
ხანგრძლივ შეგუბებას და ვენებში გაზრდილ წნევას შეუძლია კანს მოწითალო-ყავისფერი შეფერილობა მისცეს. ეს ყველაზე თვალსაჩინო მუხლების გარშემოა, თუმცა შეიძლება გაჩნდეს წვივებსა და კოჭებზეც.
ვენური წყლულები
ვენური წყლულები, როგორც წესი, შეხებით მგრძნობიარეა, ზედაპირული და ზომიერად შემაწუხებელია. ისინი ვენების დაავადების საწყისი სტადიების შემდგომი გართულებაა.
პროცესი იწყება პატარა ზომის ღია დაზიანებით, რომელიც შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს. ვენური წყლულებიდან შეიძლება სითხე ჟონავდეს და იყოს წითელი შეფერილობის.
როგორ შემიძლია ზედაპირული ვენების უკმარისობის პროფილაქტიკა?
ზედაპირული ვენების უკმარისობის განვითარების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია ჯანსაღი ცხოვრების წესი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სათანადო ვარჯიში, ალკოჰოლისა და სიგარეტისთვის თავის არიდება და ბალანსირებული დიეტა.
ვენების რეგულარული ვარჯიში ასევე ხელს უშლის ზედაპირული ვენური უკმარისობის განვითარებას ან პროგრესირებას. გარდა ამისა, ლიოტონი®1000 გელს შეუძლია ვარიკოზული ვენების გართულებების პროფილაქტიკა.
როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს
ოდესმე გიფიქრიათ, როგორ გვეხმარებიან ჩვენი ვენები ყოველდღე, როგორ მუშაობენ და როგორ სუსტდებიან? ეს ვიდეო წარმოგიდგენთ სწრაფ მიმოხილვას და გაჩვენებთ, როგორ მუშაობს ლიოტონი®1000 გელი თქვენი ვენების დასახმარებლად.