რა არის ვენური უკმარისობა?

რა ხდება ჩემს ფეხებში?

როდესაც ვენური უკმარისობა გაქვთ, ვენებს უჭირს სისხლის გადატანა ფეხებიდან გულისკენ. ფეხების არეში, ვენებში მუდმივად უნდა ხდებოდეს სიმძიმის ძალის გადალახვა, რათა სისხლი გულში ბრუნდებოდეს!

ამის მისაღწევად საჭიროა რამდენიმე მექანიზმის ერთიანობა: 

  • გულის მუშაობა განაპირობებს სისხლის მუდმივ მოძრაობას  
  • სარქველები კარგად უნდა ფუნქციონირებდეს, რათა სისხლმა სწორი მიმართულებით იმოძრაოს
  • კუნთების შეკუმშვისას ხდება ვენებზე ზეწოლა, რაც ხელს უწყობს სისხლის გულისკენ მიდინებას 

ჯანსაღი ვენების გამოსახულება, რომელზეც ჩანს ვენების ნორმალური კომპრესია, რომელიც ხელს უწყობს სისხლის გულისკენ მიდინებას

ზედაპირული ვენების უკმარისობა

როდესაც ეს მექანიზმი ირღვევა, ვითარდება ვენური უკმარისობა სარქველების ნაკლოვანებით. სისხლის უკუდინების შემაჩერებელი ვენური სარქველები ვერ იხურება სრულად, რაც იწვევს ვენებში სისხლის მოცულობის მუდმივ ზრდას. ამის შედეგად ვითარდება ვენური დრენაჟის და მიკროცირკულაციის მზარდი დარღვევა.

როდესაც სარქველები ვერ ფუნქციონირებს, სისხლი მიედინება არასწორი მიმართულებით - ქვევით, უკვე შეგუბებული ფეხებისკენ და ვითარდება ვენური სტაზი. ეს პროცესი ეხება ზედაპირულ ვენებს და მას პროგრესირებადი ხასიათი აქვს.

შეშუპება, სიმძიმე, ქავილი, ტკივილი და ღამის კრუნჩხვები თქვენს ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან დაკავშირებული ზოგიერთი სიმპტომია.

ვენური უკმარისობის გამოსახულებაზე ნაჩვენებია ვენების დარღვეული კომპრესია და ელასტიურობის შემდგომი დაკარგვა, რაც ხელს უშლის სისხლის ცირკულაციას

ვარიკოზული ვენები

ზემოთ აღწერილ სიტუაციაში ვენები ელასტიურობის შემდგომი დაკარგვისა და ფუნქციის კიდევ უფრო მეტად დაქვეითების საფრთხის ქვეშაა. ამის შედეგად, დროთა განმავლობაში, ვითარდება ვენების ვარიკოზი. ტერმინი „ვენების ვარიკოზი“ აღნიშნავს გაფართოებულ, გაბერილ ვენებს, რომლებიც ამობურცულია ფეხების კანის ზედაპირზე. უფრო დიდი რისკიც არსებობს - თრომბოზი. ვენური თრომბოზი ვითარდება ვენებში სისხლის კოლტის წარმოქმნის შედეგად, რაც ვენის დახშობას იწვევს.