როგორ შემიძლია ვენების დაავადების პროფილაქტიკა?
შინაარსი
სხვა რჩევები პროფილაქტიკისთვის
ფეხებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების მრავალი ხერხი არსებობს. ამასთანავე, შეგიძლიათ მაქსიმალურად შეამციროთ სიმპტომები და გართულებების რისკი. რაც უფრო ადრე დაიწყებთ, მით უკეთესი იქნება შედეგი.
ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა. ამაში იგულისხმება შესაბამისი ვარჯიში, ალკოჰოლსა და მოწევაზე უარის თქმა და დაბალანსებული დიეტა. რეგულარული ვარჯიში ხელს უშლის ზედაპირული ვენური უკმარისობის განვითარებას და პროგრესირებას.
დამატებით, ლიოტონი®1000 გელს შეუძლია ვარიკოზული ვენებით გამოწვეული გართულებების პროფილაქტიკა.
1 - ვენური დაავადების პროფილაქტიკა: ვარჯიშები თქვენი ფეხების ჯანმრთელობისათვის
ვენების ვარჯიშები უნარჩუნებს მათ მთავარ ფუნქციას: სისხლის დაბრუნებას გულისკენ. ბევრი სახის ვარჯიში შეიძლება სახლის პირობებში ან ოფისშიც კი ჩატარდეს:
- შეინარჩუნე სისხლის მიმოქცევა
- შეინარჩუნე ვენების და ფეხების ელასტიურობა
იცით თუ არა? დღეში თუნდაც 30 წთ-მა შეიძლება შეგიმციროთ დისკომფორტი, შეშუპება, ტკივილი, ფეხების სიმძიმე და უზრუნველყოს ხანგრძლივი ჯანმრთელობა.
2 - ვენების დაავადების პროფილაქტიკა: კომპრესიული წინდები
კომპრესიული წინდები განსაკუთრებით რეკომენდებულია დღის განმავლობაში ხანგრძლივი დროით ჯდომის, ფეხზე დგომის ან სიარულის დროს. კომპრესიული წინდები ხელს უწყობს ფეხებში სისხლის მიმოქცევას ვენის შიგნით არსებულ წნევაზე გარედან ზეწოლით. ეს ეხმარება ვენებს სისხლის გულისკენ გადატუმბვაში.
3 - ვენური დაავადების პროფილაქტიკა: ბოჭკოებით მდიდარი საკვები
კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ბოჭკოებით მდიდარი საკვები ვარიკოზული ვენების პროფილაქტიკურ საშუალებას წარმოადგენს. საკმარისი რაოდენობით მიღებისას, ის ხელს უშლის ყაბზობას, რომელიც მუცლის შიდა წნევას და ვენური სისტემის დატვირთვას ზრდის
4 – ვენური უკმარისობის პროფილაქტიკა: ხილი
ხილში არსებული ძლიერი ანტიოქსიდანტები, როგორიცაა C ვიტამინი და ბიოფლავონოიდები იცავს სიხლძარღვის კედლის კოლაგენურ შრეს. კოლაგენი მნიშვნელოვანია ვენების კედლის სიძლიერისთვის.
სარქვლების დაზიანების ყველაზე მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორებია:
- არაჯანსაღი ცხოვრების წესი (თამბაქო, სიმსუქნე, უმოძრაობა)
- ზედაპირული ვენების დაავადები მემკვიდრეობაში
- ორსულობა
- ფეხის დაზიანება ტრავმის ან წარსულში თრომბის გამო
- ხანგრძლივი უმოძრაობა - ჯდომა ან დგომა ზრდის ფეხების ვენებში სისხლის წნევას
როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს
ოდესმე გიფიქრიათ, როგორ გვეხმარებიან ჩვენი ვენები ყოველდღე, როგორ მუშაობენ და როგორ სუსტდებიან? ეს ვიდეო წარმოგიდგენთ სწრაფ მიმოხილვას და გაჩვენებთ, როგორ მუშაობს ლიოტონი®1000 გელი თქვენი ვენების დასახმარებლად.