რა არის ვენური უკმარისობა?
რა ხდება ჩემს ფეხებში?
როდესაც ვენური უკმარისობა გაქვთ, ვენებს უჭირს სისხლის გადატანა ფეხებიდან გულისკენ.
ფეხების ვენებს მუდმივად უწევს სიმძიმის ძალის გადალახვა, რათა სისხლი აღმა გულისკენ ადიოდეს! ამის მისაღწევად საჭიროა რამდენიმე მექანიზმის ერთიანობა:
- გულის მუშაობა განაპირობებს სისხლის მუდმივ მოძრაობას.
- სარქველების მართებული მუშაობა აუცილებებლია, რათა სისხლმა სწორი მიმართულებით იმოძრაოს.
- კუნთების შეკუმშვისას ხდება ვენებზე ზეწოლა, რაც ხელს უწყობს სისხლის გულისკენ მიდინებას.
ზედაპირული ვენების უკმარისობა
როდესაც ეს მექანიზმი ირღვევა, ვითარდება ვენური უკმარისობა სარქველების ნაკლოვანებით. სისხლის უკუდინების შემაჩერებელი ვენური სარქველები ვერ იხურება სრულად, რაც იწვევს ვენებში სისხლის მოცულობის მუდმივ ზრდას. ამის შედეგად ვითარდება ვენური დრენაჟის და მიკროცირკულაციის მზარდი დარღვევა.
როდესაც სარქველები ვერ ფუნქციონირებს, სისხლი მიედინება არასწორი მიმართულებით: ქვევით, უკვე შეგუბებული ფეხებისკენ. ვითარდება ვენური სტაზი. ეს პროცესი ეხება ზედაპირულ ვენებს და მას პროგრესირებადი ხასიათი აქვს.
შეშუპება, სიმძიმე, ქავილი, ტკივილი და ღამის კრუნჩხვა ქვედა კიდურებში ზოგიერთი სიმპტომია, რომელიც სისხლის მიმოქცევის დარღვევაზე მიგანიშნებთ.
ვარიკოზული ვენები
ზემოთ აღწერილ სიტუაციაში ვენები ელასტიურობის შემდგომი დაკარგვისა და ფუნქციის კიდევ უფრო მეტად დაქვეითების საფრთხის ქვეშაა. ამის შედეგად, დროთა განმავლობაში, ვითარდება ვენების ვარიკოზი. ტერმინი „ვენების ვარიკოზი“ აღნიშნავს გაფართოებულ, გაბერილ ვენებს, რომლებიც ამობურცულია ფეხების კანის ზედაპირზე. უფრო დიდი რისკიც არსებობს - თრომბოზი. ვენური თრომბოზი ვითარდება ვენებში სისხლის კოლტის წარმოქმნის შედეგად, რაც ვენის დახშობას იწვევს.
როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს
ოდესმე გიფიქრიათ, როგორ გვეხმარებიან ჩვენი ვენები ყოველდღე, როგორ მუშაობენ და როგორ სუსტდებიან? ეს ვიდეო წარმოგიდგენთ სწრაფ მიმოხილვას და გაჩვენებთ, როგორ მუშაობს ლიოტონი®1000 გელი თქვენი ვენების დასახმარებლად.