Sorry, you need to enable JavaScript to visit this website.

რაში მდგომარეობს ვენური უკმარისობის მკურნალობა?

ადრეული ვენური უკმარისობის მკურნალობა

ვარჯიში და კომპრესიული მკურნალობა სასარგებლოა  ვენური უკმარისობისთვის. ჰეპარინის შემცველი გელის გამოყენებას შეუძლია შეამციროს ფეხების შეშუპება და ტკივილი.

ვარჯიშები

ვარიკოზული ვენების მკურნალობა

არსებობს მკურნალობის სხვადასხვა გზა: კონსერვატული და ასევე, ინვაზიური მეთოდები, როგორიცაა სკლეროთერაპია, ქირურგია და ენდოვენური მკურნალობა.

ქირურგიული მკურნალობის შემდეგ სასარგებლოა ლიოტონი®1000 -ის გამოყენება. ლიოტონი®1000 გელი ეხმარება პაციენტებს შეშუპების და პოსტოპერაციული ჰემატომის გაქრობაში.

კომპრესიული წინდები კონსერვატული მკურნალობისთვის
კომპრესიული წინდები კონსერვატული მკურნალობისთვის

კონსერვატული მკურნალობა

ვარიკოზული ვენებით გამოწვეული დისკომფორტი შეიძლება შემცირდეს ფეხების აწევით და/ან ელასტიური კომპრესიული წინდების გამოყენებით.

სკლეროთერაპიისთვის კანქვეშა ინექციის შპრიცის სიმბოლო
სკლეროთერაპიისთვის კანქვეშა ინექციის შპრიცის სიმბოლო

სკლეროთერაპია

სკლეროთერაპია ფართოდ დანერგილი პროცედურაა კაპილარული ქსელებისა და საშუალო ზომის ვენების სამკურნალოდ. ამ  დროს, წვრილი ნემსის გამოყენებით, ვენაში შეჰყავთ გამღიზიანებელი ხსნარი. ეს იწვევს რეაქციას, რომელიც ანაწიბურებს და ახშობს არასასურველ სისხლძარღვს. დროთა განმავლობაში, ორგანიზმი გაიწოვს ამ ვენებს და დროთა განმავლობაში საბოლოოდ ქრებიან.

ამ მეთოდის გამოყენებისას, ისევე როგორც სხვა ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, აუცილებელია კომპრესიული წინდების ტარება. ეს ხელს უწყობს შეხორცების პროცესის დაჩქარებას და მის მაქსიმალურად შეუფერხებლად წარმართვას. აღსანიშნავია, რომ სკლეროთერაპია შესაძლოა ულტრაბგერითი კონტროლით ჩატარდეს.

კუთხოვანი სკალპელი ვარიკოზული ვენის ქირურგიული ამოღებისთვის - სიმბოლო
კუთხოვანი სკალპელი ვარიკოზული ვენის ქირურგიული ამოღებისთვის - სიმბოლო

ქირურგია

ვენის ამოკვეთა: ელასტიური ზონდით ვარიკოზული ვენის ქირურგიულ ამოღებას სტრიპინგი ეწოდება. დაზიანებული ვენების ამოღება სტანდარტული ჩარევაა და დაავადების სიმძიმის მიხედვით ტარდება ამბულატორიულად ან სტაციონარულად და რამოდენიმე ეტაპად.

განაკვეთი კეთდება ვარიკოზული ვენის ქვეშ, ელასტიური ზონდი შეყავთ ვენის გასწვრივ პირველ განაკვეთამდე, მოკვეთავენ და გამოიტანენ.

ამბულატორული ფლებოტომია: ადგილობრივი ანესთეზიით ვარიკოზული ვენის ზედაპირზე გაკეთდება მცირე განაკვეთი და მოხდება ვენის ამოღება.

ვენური დაავადების ლაზერული მკურნალობის გამოსახულება
ვენური დაავადების ლაზერული მკურნალობის გამოსახულება

ლაზერით მკურნალობა

ლაზერით მკურნალობა: დღეისათვის ლაზერის გამოყენება ვენების დაავადებების მკურნალობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს არის მინიმალურად ინვაზიური მეთოდი, რომელიც ზედაპირული ვარიკოზული ვენების ქირურგიული სტრიპინგის ალტერნატივაა. კანის ანესთეზიის მერე, ლაზერული ბოჭკო შეყავთ დიდ საჩინო ვენაში, ბოჭკოს მოშორების შემდეგ  ასხივებენ ლაზერს. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ხდება ვენის კედლის შეწებება და სისხლძარღვი „იხშობა“.

რადიოსიხშირული აბლაცია ასეთივე პრინციპით მოქმედებს, მაგრამ ლაზერის ნაცვლად გამოიყენება რადიოსიხშირე.

შორსწასული ვენური დაავადების მკურნალობა

წყლულები ზედაპირული ვენების   დაავადების ყველაზე მძიმე სტადიას წარმოადგენს. პაციენტებს სერიოზული პრობლემები აქვთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ, შორსწასული ვენური დაავადების მკურნალობის მიზნებია:

  • სიმპტომების კონტროლი
  • წყლულების შეხორცება და ახალი წყლულების განვითარების პროფილაქტიკა
  • დისკომფორტისა და შეშუპების შემცირება ფეხებში

ტკივილის და შეშუპების სამკურნალოდ გამოიყენება კიდურების მაღლა აწევა გულის დონის ზევით, კომპრესიული წინდების ან ბანდაჟის ტარება და ვარჯიშები ვენური სისხლის მიმოქცევის ხელშეწყობისთვის.

ზედაპირული ვენების ხანგრძლივმა და მძიმე უკმარისობამ  შეიძლება გამოიწვიოს მტკივნეული წყლულების განვითარება წვივების არეში და ყოველდღიური ცხოვრების გაუარესება.  წყლულების შეხორცების და პროფილაქტიკის მთავარი ფაქტორებია შეშუპების კონტროლი და ვენური სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება.

სიმპტომები

როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს

ოდესმე გიფიქრიათ, როგორ გვეხმარებიან ჩვენი ვენები ყოველდღე, როგორ მუშაობენ და როგორ სუსტდებიან? ეს ვიდეო წარმოგიდგენთ სწრაფ მიმოხილვას და გაჩვენებთ, როგორ მუშაობს ლიოტონი®1000 გელი თქვენი ვენების დასახმარებლად.