სისხლჩაქცევები და ჰემატომები

სისხლჩაქცევებისა და ჰემატომების სახელმძღვანელო თქვენთვის: როგორ ვიმკურნალოთ

ფეხი წამოკარით რამეს ქუჩაში ან დაშავდით ძაღლის გასეირნების ან ტენისის თამაშისას და შედეგად უსიამოვნო სისხლჩაქცევა ან მტკივნეული ჰემატომა გაჩნდა? გაიგეთ მეტი, რა არის სისხლჩაქცევა და ჰემატომა და როგორ ვუმკურნალოთ.

რა არის სისხლჩაქცევა?

სისხლჩაქცევა არის კანქვეშა სისხლძარღვების დაზიანების შედეგი და, ჩვეულებრივ, დაცემის ან ტრავმის შედეგად ჩნდება. ის ნებისმიერ ადამიანს ჰქონია დაცემის ან შეჯახების შემდეგ. ამ დროს კანქვეშა სისხლძარღვები ტრავმირდება და იწყებს სისხლდენას, რაც იწვევს კანზე მეწამული, ლურჯი ან მუქი სისხლჩაქცევების გაჩენას. 

რა არის ჰემატომა?

ტრავმით გამოწვეული ჰემატომა არის სისხლჩაქცევის XXL ვერსია: ჩნდება ტრავმის ან დარტყმის გამო შედარებით დიდი სისხლძარღვის დაზიანებისას, როცა სისხლი გაჟონავს და დიდი რაოდენობით გროვდება კანქვეშ. ჰემატომაა, ასევე, ქსოვილებში ლოკალური სისხლჩაქცევა და მათი დაზიანებითაა განპირობებული. ჰემატომა შეიძლება იყოს კანზე ამობურცულობის სახით. 

ჰემატომები, ჩვეულებრივ, გამოწვეულია უფრო მძიმე ტრავმებით და შესაძლოა, აუცილებელი იყოს ექიმის ჩარევაც. 

დიაგნოზისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს.

ჰემატომებისა და სისხლჩაქცევების მკურნალობა – 5 რჩევა

ყინულის, როგორც ჰემატომების შესამცირებელი გამაგრილებელი ეფექტის სიმბოლო

ყინული, ყინული ჩქარა - სისხლჩაქცევას ან ჰემატომას უნდა დაადოთ ყინული

ჰემატომების შესამცირებლად დაზიანებულ ადგილს მომენტალურად უნდა მიადოთ ყინული. სასურველია, რომ ყინული ჯერ პირსახოცში გაახვიოთ, რათა თავიდან აიცილოთ კანის მოყინვა. ყინული ანელებს კანქვეშა სისხლდენას, შესაბამისად მცირდება სისხლჩაქცევა და ანთება. 

დაზიანებული ფეხის აწევა გულის დონეზე მაღლა და კომფორტულ მდგომარეობაში მოსვენება დაგეხმარებათ შეშუპების შემცირებაში
დამშვიდდით: მაღლა მოათავსეთ და დაასვენეთ დაზიანებული ადგილი

დაზიანებული ფეხის აწევა გულის დონეზე მაღლა და კომფორტულ მდგომარეობაში მოსვენება დაგეხმარებათ შეშუპების შემცირებაში (და ხელს შეუშლის სისხლჩაქცევების ზომაში მომატებას). 

ჰემატომების სამკურნალოდ გამოსაყენებელი სახვევის გამოსახულება
დაადე სახვევი:

ტრავმისთანავე ჰემატომების თავიდან ასარიდებლად (პირველი 1-2 დღე) კარგი იდეაა ელასტიური სახვევის გამოყენება (სახვევი არ უნდა იყოს ძალიან მჭიდრო).

დასვენება , ჰემატომების შეხორცების დასაჩქარებლად
ვარჯიშის შეწყვეტა

თუ გგონიათ, რომ ტრავმის მიღების შემდეგ კარგა ხანია გასული, მაგრამ ვარჯიშისას მაინც გრძნობთ ტკივილს, არ უნდა ივარჯიშოთ. ვარჯიშის გაგრძელება შეაფერხებს თქვენს გამოჯანმრთელებას. 

ჰეპარინის გელის, როგორც ჰემატომების გაქრობის დამაჩქარებელი საშუალების სიმბოლო
გელის წასმა

ვინ თქვა, რომ "ვაჟკაცობაა" სისხლჩაქცევებით სიარული, როცა შეგიძლიათ დააჩქაროთ სისხლჩაქცევებისა და ჰემატომების გაწოვის პროცესი ისეთი საშუალების გამოყენებით, როგორიცაა ლიოტონი® 1000 გელი? ლიოტონი® გამოიყენეთ დღეში 1-3 -ჯერ, გელში შემავალი ჰეპარინი ხელს უწყობს შეშუპების შემცირებას და მონაწილეობს შეხორცების პროცესში, რადგან მას ანთების საწინააღმნდეგო და ანტიკოაგულაციური მოქმედება აქვს. გარდა ამისა, ის ასევე უზრუნველყოფს სასიამოვნო და მყისიერ გაგრილების შეგრძნებას დაზიანებულ ადგილზე. 

ჩანთაში დევს ლიოტონი® 1000 გელი ჰემატომების სამკურნალოდ

სისხლჩაქცევების გზამკვლევი: რამდენი დრო სჭირდება სისხლჩაქცევების გაწოვას?

თქვენი სისხლჩაქცევა ცისარტყელას ფერებშია? ეს სრულიად ნორმალურია, რადგან ჰემატომები და სისხლჩაქცევები გადის სხვადასხვა სტადიას და ფერის გრადაციას. რა არის ფერის შეცვლის მიზეზი? - ჰემოგლობინი, რკინით მდიდარი ნივთიერება თქვენს სისხლში. შეხორცების პროცესში ის იშლება და ფერს იცვლის. როგორც წესი, ჰემატომა ან სისხლჩაქცევა თანდათან იცვლება წითლიდან მეწამულამდე და შავ-ლურჯიდან ყვითელ-მწვანემდე (5-10 დღეში), შემდეგ კი მოყავისფრო-ყვითლამდე (10-14 დღე).) ჩვეულებრივ, არანამკურნალები სისხლჩაქცევა სულ ცოტა ორ კვირას მაინც გასტანს. 

თუ სიმპტომები გახანგრძლივდა, მიმართეთ ექიმს.

ჰემატომის ფოტო დროის გასვლის მერე
ლიოტონი® 1000 გელი

ლიოტონი - თქვენი ფეხების
ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის!

კარგია, თუ გაითვალისწინებთ: ლიოტონი უზრუნველყოფს დამამშვიდებელ გამაგრილებელ შეგრძნებას,
სასიამოვნოა გამოსაყენებლად, სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ლაქებს.

ლიოტონი® 1000 გელის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სცადე!

ლიოტონი® 1000 გელით სისხლჩაქცევებისა და ჰემატომის მკურნალობის 4 მიზეზი

წარმოგიდგენთ ოთხ კარგ მიზეზს, რატომ უნდა უმკურნალოთ სისხლჩაქცევას და ჰემატომას ლიოტონი® 1000 გელით, ნაცვლად  ლოდინისა, რომ ჰემატომა თავისით გაიწოვება:

  1. ლიოტონი® 1000 გელი შესამჩნევად შეგიმსუბუქებთ ტკივილს.
  2. ლიოტონი® 1000 გელი დაგეხმარებათ სისხლჩაქცევების შემცირებაში:  აქტიური ინგრედიენტის - ჰეპარინის წყალობით შეამცირებს კანქვეშა სისხლდენას და დაეხმარება თქვენს დაზიანებულ სისხლძარღვებს. 
  3. ლიოტონი® 1000 გელი უზრუნველყოფს სასიამოვნო გაგრილების შეგრძნებას. 
  4. ლიოტონი® 1000 გელს ჰეპარინის წყალობით აქვს სამმაგი მოქმედება: ანტიკოაგულაციური (შედედების საწინააღმდეგო), ანთების საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური (ამცირებს სითხის გაჟონვას დაზიანებული უჯრედებიდან და ქსოვილებიდან). 

პრეპარატის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს

დაკავშირებული თემები


როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს

დაინტერესებულხართ თუ არა, როგორ გეხმარებათ თქვენი ვენები მთელი დღის განმავლობაში, როგორ მუშაობს და როგორ სუსტდება? ეს ვიდეო მოგაწვდით მოკლე მიმოხილვას და გაჩვენებთ, თუ როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 თქვენი ვენების დასახმარებლად.