Sorry, you need to enable JavaScript to visit this website.

თქვენს ფეხებზე ვენები ხილული, ამობურცული, იასამნისფერი ან ლურჯი გახდა?

ეს შესაძლოა ვენების ვარიკოზე მიუთითებდეს, რამაც შეიძლება ფეხების პრობლემები შეგიქმნათ. გაარკვიეთ, რატომაა ასე და როგორ შეგიძლიათ შეამციროთ ტკივილი და დისკომფორტი, რომელიც შესაძლოა თან ახლდეს ვარიკოზს.

 

ვარიკოზული ვენები - რას ნიშნავს? სიმპტომები?

ვარიკოზული ვენები არასასიამოვნო სანახავია: დაკლაკნილი, შეშუპებული და გაფართოებული ხილული ვენები, ძირითადად მოლურჯო-მოწითალო ფერისაა.  ვარიკოზული ვენები, სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირია ფეხებსა და წვივებზე. შეიძლება თან ახლდეს შემაწუხებელი  სიმპტომები, როგორიცაა შეშუპება და ტკივილი ფეხებში.

ვენების ვარიკოზის სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • ამობურცული და დაკლაკნილი ვენები
  • მუქი მეწამული ან ლურჯი ფერის ვენები
  • შეშუპებული წვივები
  • შეშუპებული კოჭები
  • ტკივილი ან ფეხების სიმძიმე

დიაგნოზისა და მკურნალობისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს.

ვარიკოზული ვენები, მიზეზები: რატომ ჩნდება ფეხებზე?

ვარიკოზული ვენები ხშირად გხვდება და გამოწვეულია სარქველების სისუსტით ან დაზიანებით  და ვითარდება, როცა ვენებში წნევა იმატებს. რატომ ხდება ასე? ყველა ვენას აქვს კედლები და სარქველები, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით იღება, რაც უზრუნველყოფს სისხლის დინებას ზევით, რათა ნაკადი მიმართოს  გულისკენ. როდესაც ვენების კედლები ან პატარა სარქველები იწელება ან სუსტდება მომატებული წნევის გამო, ეს იწვევს ვენებში სისხლის შეგუბებას. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს უკუდინებასაც, რასაც მოჰყვება ვენების გაგანიერება ანუ ვარიკოზი.

გულიდან ყველაზე დაშორებული ვენები ყველაზე ხშირად ზიანდება,  რადგან რთულია გრავიტაციის დაძლევა და სისხლის მაღლა გულისკენ დინება, ფეხებზე ჩნდება ვარიკოზული ვენები.

ვარიკოზული ვენების მსუბუქი ფორმაა ეგრეთ წოდებული „ობობის ქსელები“. პატარა ზომის სისხლძარღვები, რომლებიც უფრო ახლოსაა კანის ზედაპირთან, ხშირად წითელი ან ლურჯი ფერისაა.

თუმცა ვარიკოზული ვენები შეიძლება დაკავშირებული იყოს ჯანმრთელობის უფრო სერიოზულ პრობლემებთან, როგორიცაა ფლებიტი, როცა რომელიმე ერთ ვარიკოზულ ვენაში ვითარდება ანთება.

 

ობობას ქსელივით ვენების და ვარიკოზული ვენების შედარების ფოტო
ობობას ქსელივით ვენების და ვარიკოზული ვენების შედარების ფოტო

ვარიკოზული ვენები - რა არის ვენური უკმარისობის რისკის ფაქტორები?

ღელავთ, რომ შესაძლოა ვარიკოზული ვენების მიმართ მიდრეკილება გქონდეთ? იხილეთ ვარიკოზის გამომწვევი რამდენიმე ფაქტორი:

  • ასაკი – მის მატებასთან ერთად იზრდება ვენების ვარიკოზული გაგანიერების რისკი
  • სქესი – ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში, რადგან ქალის ჰორმონებს შეუძლია ვენების კედლების მოდუნება
  • ჭარბი წონა, სიმსუქნე – რადგან წონის გამო თქვენს ვენებზე დატვირთვა მატულობს
  • პასიური ცხოვრების წესი - ხანგრძლივად ჯდომა ან დგომა აფერხებს სისხლის მიმოქცევას
  • ორსულობა - თქვენს ორგანიზმში ჰორმონული ცვლილებებისა და სისხლის მოცულობის გაზრდის გამო
  • მემკვიდრეობა   – თუ  მშობლებს ჰქონდათ ვარიკოზული ვენები

ვარიკოზული ვენები - როგორ ვუმკურნალოთ

არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებზეც არ შეგიძლიათ გავლენის მოხდენა, ისეთი როგორიცაა გენეტიკური მიდრეკილება, ასაკი (იხ. ზემოთ), მაგრამ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ვარიკოზული ვენების გართულებები და დეხმაროთ ფლებიტის მკურნალობას ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვით. ცხოვრების ჯანსაღმა წესმა შეიძლება შეამციროს ვარიკოზული ვენების განვითარების რისკიც.

გახსოვდეთ: ზომები, რომლებიც შეგიძლიათ სახლის პირობებში მიიღოთ ვარიკოზული ვენებით გამოწვეული დისკომფორტის მოსახსნელად, მათი საპრევენციო ზომების ანალოგიურია.

დიაგნოზისა და მკურნალობისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს, განსაკუთრებით, მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში.

დიაგნოზისა და მკურნალობისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს.

ტოპ 5 რჩევა ვარიკოზული ვენებისთვის

  1. ივარჯიშეთ რეგულარულად - იმოძრავეთ! ზომიერი ვარჯიში, მაგალითად სიარული, განსაკუთრებით სასარგებლოა ფეხებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. იხილეთ ჩვენი ვარჯიშები ჯანსაღი ფეხებისთვის აქ
  2. მოერიდეთ ხანგრძლივად ჯდომას ან დგომას. უმოძრაობა ზრდის ზეწოლას ვენებზე.
  3. აკონტროლეთ წონა და საკვები-თუ რას ჭამთ. რაც უფრო ნაკლები კილოგრამი აწვება თქვენს ფეხებს, მით ნაკლებია წნევა თქვენს ვენებზე. დაიცავით ჯანსაღი დიეტა. დამატებითი რჩევა: მარილის შემცირება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შეშუპება და წყლის შეგუბება წვივებისა და კოჭების არეში.
  4. აწიეთ ფეხები  – გააკეთეთ რამდენიმე ხანმოკლე შესვენება ფეხები აწიეთ და დადეთ ბალიშზე ისე, რომ გულის დონეზე მაღლა იყოს. ეს კომფორტულია, და ამავდროულად გააუმჯობესებს  სისხლის მიმოქცევას.
  5. ჩაიცვით კომფორტული ტანსაცმელი – და მოერიდეთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს. უკაცრავად: მაგრამ დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი უფრო კარგად ამუშავებს წვივის კუნთებს. ასევე, მოერიდეთ ზედმეტად მჭიდრო ტანსაცმელს, რადგან ის ზღუდავს სისხლის ნაკადს.

ზოგადად, ვენების ვარიკოზის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა ჯანსაღი ცხოვრების წესი ხშირი ვარჯიშით

ამიტომ, წაიკითხეთ ჩვენი რჩევები/სტატია სისხლის მიმოქცევის შესახებ და გაეცანით ფეხების ვარჯიშების ვიდეოს

ლიოტონი®1000 გელი
ლიოტონი®1000 გელი

ლიოტონი®1000 - თქვენი ფეხების ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის!

უნდა იცოდეთ: ლიოტონი®1000 გელი გაგრილების შეგრძნებასაც
იწვევს და გამოსაყენებლად სასიამოვნოა, სწრაფად
შეიწოვება და არ ტოვებს არავითარ ლაქებს.

ლიოტონი®1000 გელის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

კარგია რომ იცოდეთ:

ლიოტონი®1000 გელი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ჰეპარინს. მას მოქმედების სწრაფი მექანიზმის წყალობით შეუძლია ხელი შეუწყოს ზედაპირული ვენური უკმარისობის სიმპტომების შემცირებას მიკროცირკულაციის გაუმჯობესებით და ვარიკოზით განპირობებული ტკივილისა და შეშუპების შემცირებით.

პრეპარატის გამოყენებამდე რჩევა ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს

დაკავშირებული თემები

სისხლის მიმოქცევა

როგორ გავაუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა ფეხებში

სისხლჩაქცევები და ჰემატომა

სისხლჩაქცევები და ჰემატომები

ფეხის შეშუპება, სისხლჩაქცევები,  ტკივილი სპორტული ტრავმების შემდეგ

როგორ მოვიხსნათ შეშუპება და ფეხების ტკივილი

ტკივილი მცირდება ვარჯიშის შემდეგ

ვარჯიშის შემდეგ ტკივილი მცირდება?

ლიოტონი®1000 შესახებ

ლიოტონი®1000 შესახებ

როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს

ოდესმე გიფიქრიათ, როგორ გვეხმარებიან ჩვენი ვენები ყოველდღე, როგორ მუშაობენ და როგორ სუსტდებიან? ეს ვიდეო წარმოგიდგენთ სწრაფ მიმოხილვას და გაჩვენებთ, როგორ მუშაობს ლიოტონი®1000 გელი თქვენი ვენების დასახმარებლად.