ხანდახან ფეხები გიმძიმდებათ, გექავებათ ან შეშუპება გაქვთ?
განსაკუთრებით, თუ ეს ჩივილები გაქვთ ხანგრძლივი ჯდომის ან დგომის შემდეგ საღამოს, მაშინ შეიძლება ვენური უკმარისობის გამო იყოს. გაიგეთ მეტი, რა უნდა გააკეთოთ ფეხების ტკივილის დროს ქრონიკული ვენური უკმარისობისას და როგორ შეინარჩუნოთ ჯანმრთელი ფეხები აქტიური ცხოვრების გასაგრძელებლად!
შინაარსი
ზედაპირული ვენების დაავადებების სიმპტომები
ფეხების ტკივილი და ფეხის გაურკვეველი ტკივილი ჩვეული პრობლემაა. თუმცა, ისეთი სიმპტომები, როგორიცაა…
- წვივის და კოჭის შეშუპება
- ტკივილი, რომელიც ძლიერდება დგომისას და უმჯობესდება, როცა ფეხებს აწევთ
- ვარიკოზული ვენები
- ქავილი, მტკივნეული ფეხები
- მოუსვენარი ფეხები
- სიმძიმის შეგრძნება ფეხებში
- დაჭიმვის შეგრძნება წვივებში
- ზოგჯერ ფეხის კუნთების კრუნჩხვები
. . . შეიძლება იყოს ფეხების ქრონიკული ვენური უკმარისობით გამოწვეული (თუმცა ამას ზოგიერთი სხვა მიზეზიც შეიძლება ჰქონდეს)
მიზეზები
ფეხების ტკივილს შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს*, მაგრამ ზემოხსენებული სიმპტომები, განსაკუთრებით, თუ ისინი ხანგრძლივი დღის ან დიდი ხნით დგომის (ან ჯდომის) შემდეგ ვლინდება, მიუთითებს ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევაზე, რომელსაც ეწოდება ქრონიკული ვენური დაავადება ან ვენური უკმარისობა.
ეს არის მდგომარეობა, რომელიც მაშინ ვლინდება, როცა თქვენს ფეხებში ვენების სარქველები არასათანადოდ მუშაობს და ვერ უზრუნველყოფს სისხლის ეფექტურად დინებას ფეხებიდან გულისაკენ. სისხლი ფეხებში გუბდება და, ჩვეულებრივ, შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და შეშუპება.
გარდა სხვა რისკ-ფაქტორებისა და გამომწვევი მიზეზებისა (იხ. ქვემოთ), ვენებში მაღალი წნევა ხშირად უბრალოდ ხანგრძლივი ჯდომითა და დგომით არის განპირობებული.
თქვენი ფეხის ვენების სარქველების გაუარესებული ფუნქცია შესაძლოა დაკავშირებული იყოს ვარიკოზულ ვენებთან – კანქვეშ ხილულ გაგანიერებულ ვენებთან.
*ყოველთვის მიმართეთ ექიმს. ზუსტი დიაგნოზი ფეხების ტკივილის ან ვენური პრობლემების სათანადო მკურნალობის საფუძველია.
რისკის ფაქტორები
არსებობს გარკვეული რისკისა და ცხოვრების წესის ფაქტორები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ფეხების ტკივილს ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს.
- ხართ მდედრობითი სქესის
- ზიხართ ან დგახართ დიდი ხნის განმავლობაში უმოძრაოდ
- 50 წელს გადასცილდით
- ეწევით
- ჭარბწონიანი ხართ
- გაქვთ კუნთების სისუსტე, გადატანილი ოპერაცია ფეხზე ან ტრავმა
- ზედაპირული ვენების დაავადები მემკვიდრეობაში
- ხართ ან იყავით ორსულად
… მაშინ თქვენ ალბათ უფრო მეტად ხართ მიდრეკილი ქრონიკული ვენური უკმარისობისკენ და შეიძლება უფრო ხშირად განიცდიდეთ ფეხების ტკივილს.
რეგულარულად მიმართეთ ექიმს ფეხების გამოკვლევებისთვის, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად
მკურნალობა და პრევენცია:
ფეხების ტკივილის მკურნალობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა, ვენური უკმარისობისა და ვარიკოზული ვენების რისკის შესამცირებლად აუცილებელია სისხლის მიმოქცევისა და კუნთების ტონუსის გაუმჯობესება.
ასევე, უნდა გადაიხედოს თქვენი ცხოვრების წესი და შეეცადოთ, რომ ის მოიცავდეს:
- ვარჯიშს
- წონის კონტროლს
- ჯდომისა და დგომისას პოზიციების შეცვლას დღის განმავლობაში
- ფეხების მაღლა მოთავსებას
იხილეთ ჩვენი სავარჯიშო გვერდი სასარგებლო ვიდეოებითა და ფეხების ვარჯიშებით, რომლებიც შეგიძლიათ მარტივად გააკეთოთ სახლში, რათა თავიდან აიცილოთ ფეხების ტკივილი გრძელვადიან პერსპექტივაში და გაიუმჯობესოთ ფეხების ჯანმრთელობა.
ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რათა გამორიცხოთ ფეხების ტკივილის სხვა მიზეზი ან დაავადება.
დახმარება ფეხების ტკივილისას:
თუ ფეხების ტკივილი გამოწვეულია ქრონიკული ვენური უკმარისობით (ყოველთვის მიმართეთ ექიმს დიაგნოზისთვის!), არსებობს ზოგიერთი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ტკივილის შესამსუბუქებლად:
- დასვენება და ფეხების მოთავსება გულის დონეზე მაღლა, საშუალებას მისცემს სისხლის ნაკადს, წამოვიდეს უკან გულისკენ.
- მოერიდეთ ხანგრძლივ ჯდომას და დგომას
- თუ დიდხანს გიწევთ დგომა: გააკეთეთ შესვენება და აწიეთ ფეხები მაღლა
- რეგულარულად ივარჯიშეთ. განსაკუთრებით სასარგებლოა სიარული
- თუ ჭარბი წონა გაქვთ, დაიკელით
- ატარეთ კომპრესიული წინდები
- დაიცავით ფეხებზე კანის ჰიგიენა
ლიოტონი - თქვენი ფეხების ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის!
კარგია, თუ გაითვალისწინებთ: ლიოტონი უზრუნველყოფს დამამშვიდებელ გამაგრილებელ შეგრძნებას, სასიამოვნოა გამოსაყენებლად, სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ლაქებს.
ლიოტონი®1000 გელის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სპეციალური რჩევა:
ლიოტონი®1000 გელი დაგეხმარებათ ვენური უკმარისობით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებაში, თუ გსურთ განაგრძოთ ფეხზე მყარად დგომა და აქტიური ცხოვრება.
ლიოტონი®1000 გელი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ჰეპარინს მაღალი კონცენტრაციით ჰეპარინს შეუძლია შეამციროს ზედაპირული ვენური უკმარისობის სიმპტომები, გააუმჯობესოს მიკროცირკულაცია და, ასევე, შეამციროს შემაწუხებელი ტკივილი და შეშუპება ფეხებში.
როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს
დაფიქრებულხართ როდესმე, როგორ გვეხმარება ვენები, როგორ მუშაობს და თანდათან როგორ სუსტდება? მოკლე მიმოხილვა ამ ვიდეოშია, რომელიც ასევე გიჩვენებთ თუ როგორ ეხმარება ლიოტონი®1000 თქვენს ვენებს.