შინაარსი
რა არის სისხლჩაქცევა?
სისხლჩაქცევა არის კანქვეშა სისხლძარღვების დაზიანების შედეგი და ჩვეულებრივ დაცემის ან ტრავმის შედეგად ჩნდება. ის ნებისმიერ ადამიანს ჰქონია დაცემის ან შეჯახების შემდეგ. ამ დროს კანქვეშა სისხლძარღვები ტრავმირდება და იწყებს სისხლდენას, რაც იწვევს კანზე მეწამული, ლურჯი ან მუქი სისხლჩაქცევების გაჩენას.
რა არის ჰემატომა?
ჰემატომა არის სისხლის დაგროვება, რომელიც სისხლძარღვების გარეთ მდებარეობს. ის შეიძლება აღმოჩნდეს კანქვეშ, რბილ ქსოვილებში და გამოვლინდეს იისფერი სისხლჩაქცევის სახით. ზოგჯერ ჰემატომა შესაძლოა არ გამოჩნდეს სისხლჩაქცევად და ღრმად იყოს ლოკალიზებული. ღრმად მდებარე ჰემატომები შეიძლება იგრძნობოდეს ღრუბლისებრ ან რეზინისებრ ამობურცულობად.
ჰემატომები, როგორც წესი, გამოწვეულია სისხლძარღვების კედლების (როგორიცაა ვენები ან არტერიები) დაზიანებით, რაც სისხლს საშუალებას აძლევს გაჟონოს და დაგროვდეს, რის შედეგადაც წარმოიქმნება გამკვრივება.
ყოველთვის მიმართეთ ექიმს დიაგნოზისთვის.
ჰემატომებისა და სისხლჩაქცევების მკურნალობა – 5 რჩევა
ყინული, ყინული ჩქარა - სისხლჩაქცევას ან ჰემატომას უნდა დაადოთ ყინული
ჰემატომების შესამცირებლად დაზიანებულ ადგილს მომენტალურად უნდა მიადოთ ყინული. სასურველია, რომ ყინული ჯერ პირსახოცში გაახვიოთ, რათა თავიდან აიცილოთ კანის მოყინვა. ყინული ანელებს კანქვეშა სისხლდენას, შესაბამისად მცირდება სისხლჩაქცევა და ანთება.
დამშვიდდით: აწიეთ მაღლა და მოასვენეთ დაზიანებული ადგილი
დაზიანებული კიდურის მოსვენება და მისი გულის დონეზე მაღლა, კომფორტულ პოზიციაში აწევა ხელს შეუწყობს არეში შეშუპების შემცირებას (რაც თავიდან აგაცილებთ სისხლჩაქცევის გადიდებას).
დაადე სახვევი:
ტრავმისთანავე ჰემატომების თავიდან ასარიდებლად (პირველი 1-2 დღე) კარგი იდეაა ელასტიური სახვევის გამოყენება (სახვევი არ უნდა იყოს ძალიან მჭიდრო)
ვარჯიშის შეწყვეტა
თუ გგონიათ, რომ ტრავმის მიღების შემდეგ კარგა ხანია გასული, მაგრამ ვარჯიშისას მაინც გრძნობთ ტკივილს, არ უნდა ივარჯიშოთ. ვარჯიშის გაგრძელება შეაფერხებს თქვენს გამოჯანმრთელებას.
გელის წასმა
ვინ თქვა, რომ "ვაჟკაცობაა" სისხლჩაქცევებით სიარული, როცა შეგიძლიათ დააჩქაროთ სისხლჩაქცევებისა და ჰემატომების გაწოვის პროცესი ისეთი საშუალების გამოყენებით, როგორიცაა ლიოტონი®1000 გელი? ლიოტონი® გამოიყენეთ დღეში 1-3 -ჯერ, გელში შემავალი ჰეპარინი ხელს უწყობს შეშუპების შემცირებას და მონაწილეობს შეხორცების პროცესში, რადგან მას ანთების საწინააღმნდეგო და ანტიკოაგულაციური მოქმედება აქვს. გარდა ამისა, ის ასევე უზრუნველყოფს სასიამოვნო და მყისიერ გაგრილების შეგრძნებას დაზიანებულ ადგილზე.
სისხლჩაქცევების გზამკვლევი: რამდენი დრო სჭირდება სისხლჩაქცევების გაწოვას?
თქვენი სისხლჩაქცევა ცისარტყელას ფერებშია? ეს სრულიად ნორმალურია, რადგან ჰემატომები და სისხლჩაქცევები გადის სხვადასხვა სტადიას და ფერის გრადაციას: მოლურჯოდან მომწვანო-მოყვითალოში გადადის და ბოლოს, შეხორცებისას, კანის ნორმალურ ფერს უბრუნდება.
როგორც წესი, არანამკურნალები სისხლჩაქცევა ორი კვირის განმავლობაში გაივლის.
თუ სიმპტომები შენარჩუნებულია, მიმართეთ ექიმს.
ლიოტონი®1000 გელი - თქვენი ფეხების ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის!
უნდა იცოდეთ: ლიოტონი ®1000 ასევე უზრუნველყოფს დამამშვიდებელ გამაგრილებელ შეგრძნებას და სასიამოვნოა გამოსაყენებლად, სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ლაქებს. ლიოტონი®1000 გელის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლიოტონი®1000 გელით სისხლჩაქცევებისა და ჰემატომის მკურნალობის 4 მიზეზი
წარმოგიდგენთ ოთხ კარგ მიზეზს, რატომ უნდა უმკურნალოთ სისხლჩაქცევას და ჰემატომას ლიოტონი®1000 გელით, ნაცვლად ლოდინისა, რომ ჰემატომა თავისით გაიწოვება:
- ლიოტონი®1000 გელი შესამჩნევად შეგიმსუბუქებთ ტკივილს.
- ლიოტონი®1000 გელი დაგეხმარებათ სისხლჩაქცევების გავრცელების შეჩერებაში: აქტიური ინგრედიენტის - ჰეპარინის წყალობით შეამცირებს შეშუპებას, გარემომცველი ქსოვილების ანთებას, შეუძლია დააჩქაროს განკურნება და კიდურის ფუნქციის აღდგენა.
- ლიოტონი®1000 გელი უზრუნველყოფს სასიამოვნო გაგრილების შეგრძნებას.
- ლიოტონი®1000 გელს ჰეპარინის წყალობით აქვს სამმაგი მოქმედება: ანტიკოაგულაციური (შედედების საწინააღმდეგო), ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო (ამცირებს სითხის გაჟონვას დაზიანებული უჯრედებიდან და ქსოვილებიდან).
პრეპარატის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს
დაკავშირებული თემები
როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს
დაფიქრებულხართ როდესმე, როგორ გვეხმარება ვენები, როგორ მუშაობს და თანდათან როგორ სუსტდება? მოკლე მიმოხილვა ამ ვიდეოშია, რომელიც ასევე გიჩვენებთ თუ როგორ ეხმარება ლიოტონი®1000 თქვენს ვენებს.