რისთვისაა კარგი ლიოტონი®1000 გელი?
შინაარსი
ზედაპირული ვენების დაავადებების სიმპტომების წინააღმდეგ
ლიოტონი®1000 გელი გამოიყენება:
- ზედაპირული ვენების დაავადებების სიმპტომების სამკურნალოდ (მაგ. ვენების ვარიკოზის ნიშნების და გართულებებისას: დაზიანებულ ვენაში სისხლის კოლტის წარმოქმნა ვენის კედლის ანთებით ან ანთების გარეშე; ვენის გარშემო ქსოვილების ანთება და ვარიკოზული ვენის შესაბამის კანის უბანზე წყლულის განვითარება)
- ქირურგიული ოპერაციის შემდგომ დაზიანებული ვენის კედლის ანთების მკურნალობა
- ოპერაციის შემდგომი სიმპტომების შემცირება (მაგ. სისხლჩაქცევა და შეშუპება) ტრავმის ან გაჭიმვის შემდგომ სახსრების და კუნთების შეშუპების და სისხლჩაქცევების შემცირება.
ლიოტონის® გამოყენება შეიძლება ცალკე, როცა ნაჩვენებია ადგილობრივი მკურნალობა, ან კომბინაციაში სისტემურ თერაპიასთან ერთად. ყოველთვის იხმარეთ გელი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ოჯახის, მეგობრების, სამსახურის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნები ხშირად გვაიძულებს მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომას. თუ უკვე გაქვთ ზედაპირული ვენების დაავადება, ეს გამოვლინდება ფეხების სიმძიმესა და შეშუპებაში. სიმპტომები უარესდება წლის ცხელ პერიოდებში. ლიოტონი®1000 გელი ეფექტურად ამცირებს ზედაპირული ვენების დაავადების სიმპტომებს, როგორიცაა:
- სიმძიმის გრძნობა ფეხებში
- ფეხების ტკივილი
- ფეხების სიწითლე და შეშუპება
გელის ოპტიმალური შემადგენლობა განაპირობებს სიგრილის შეგრძნებას დისკომფორტის უბანზე.
ხშირად გაწუხებთ ფეხების სიმძიმე? სწორედ ასე ჩნდება გადაბერილი ვენები კანის ზედაპირზე ახალგაზრდა ასაკშიც კი. ზედაპირული ვენების დაავადების დროს თქვენ დგებით ზოგიერთი პრობლემის წინაშე:
- შეშუპება და სიმძიმე
- ვენური ბადეები, ე.წ. ობობის ქსელისებრი ვენები
- სითხის შეგუბება ან შეშუპება წვივებისა და კოჭების არეში, განსაკუთრებით, საღამოს
- ფეხების ტკივილი და დაჭიმულობა, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროით ფეხზე დგომის/ჯდომის შემდეგ ან სითბოს, მაგალითად - გამათბობელი, აბაზანა ან ცხელი წყალი - ზემოქმედებით
- ქავილი ან კრუნჩხვა
თქვენ შეიძლება ზედაპირული ვენების დაავადება გქონდეთ. მიმართეთ ექიმს!
ეს პრეპარატი ყოველთვის ისე გამოიყენეთ, როგორც გეტყვით ექიმი ან ფარმაცევტი. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ვენების ანთება
გაქვთ ვენების ვარიკოზი და გართულებები? კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს!
ლიოტონი®1000 გელი ჩვეულებრივ გამოიყენება ზედაპირული ვენების დაავადებების დროს განვითარებული გართულებების შესამცირებლად:
- თრომბოფლებიტი - ზედაპირული ვენების მწვავე თრომბოზი და ანთება
კანქვეშა სისხლჩაქცევების მკურნალობა
კანქვეშა სისხლჩაქცევა ჩალურჯება და დაზიანებაა. ვითარდება ტრავმის ან ზედაპირული, კანქვეშა სისხლძარღვების დაზიანების დროს. პაციენტები, რომლებიც ანტიკოაგულაციურ მედიკამენტებს იღებენ, უფრო მიდრეკილნი არიან სისხლჩაქცევების მიმართ.
კანქვეშა ჰემატომას მკურნალობა სჭირდება. ეს მხოლოდ ტკივილს კი არ ამცირებს, არამედ, ასევე აქვეითებს ქსოვილებში სისხლის დინებას სისხლძარღვების შევიწროვების გამო, რაც ხელს უშლის სილურჯის გავრცელებას. დაზიანებული ადგილი მაღალზე მოათავსეთ, რაც დააქვეითებს დაზიანებული ქსოვილისკენ სისხლის მიდინებას.
სიმპტომების შესამცირებლად ნაზად წაისვით ლიოტონი®1000 გელი დაზიანებულ ადგილზე.
გელის სახით წარმოდგენილი აქტიური ინგრედიენტი - ჰეპარინი - აღწევს კანიქვეშ. აქ ის ხელს უშლის სისხლის კოლტების წარმოქმნას ზედაპირულ ვენებში, აუმჯობესებს ადგილობრივ მიკროცირკულაციას (სისხლის მოძრაობა წვრილ ძარღვებში) და ამცირებს შეშუპებას სამმაგი მოქმედებით (შედედების, ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო)
ვარიკოზულ ვენებზე ოპერაციის შემდგომ
ვარიკოზული ვენების ოპერაცია ძირითადად გულისხმობს ვენის გასუფთავებას და თრომბექტომიას; ნაკლებად ინვაზიური მეთოდებია სკლეროთერაპია (ქსელისებრი ვენების) ან ენდოვენური ლაზერული მკურნალობა. ლიოტონი®1000 თავისი შედედების, ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებით, ამცირებს ვენებზე ოპერაციის შემდგომ განვითარებულ სიმპტომებს.
ღამის კრუნჩხვები
ღამის კრუნჩხვები შეიძლება ვარიკოზული ვენების სიმპტომი იყოს. ზედაპირული ვენების დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ფეხების კუნთების კრუნჩხვები, განსაკუთრებით - ღამით. ასეთი კრუნჩხვები შეიძლება ძალიან მტკივნეული და შემაწუხებელი იყოს.
ლიოტონი®1000 გელით მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს ღამის კრუნჩხვებს.
როგორ მუშაობს ლიოტონი®1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს
ოდესმე გიფიქრიათ, როგორ გვეხმარებიან ჩვენი ვენები ყოველდღე, როგორ მუშაობენ და როგორ სუსტდებიან? ეს ვიდეო წარმოგიდგენთ სწრაფ მიმოხილვას და გაჩვენებთ, როგორ მუშაობს ლიოტონი®1000 გელი თქვენი ვენების დასახმარებლად.