როგორ გავაუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა ფეხებში

იცოდით, რომ ფეხების ტკივილთან ან სიმძიმესთან დაკავშირებული მრავალი სიმპტომი შესაძლოა სისხლის არასაკმარისი ცირკულაციით იყოს გამოწვეული? 

კარგი სისხლის მიმოქცევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის.

ეს ასევე ეხება თქვენს ფეხებს. წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ რამდენიმე მარტივი რჩევა, როგორ გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა!

რატომ არის მნიშვნელოვანი კარგი სისხლის მიმოქცევა ფეხებში?

ცირკულაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის. თქვენ ალბათ ბევრს არ ფიქრობთ ამაზე, მაგრამ როდესაც სისხლი თქვენს სხეულში ცირკულირებს, ის აწვდის ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს სხეულის უჯრედებს და ასევე ათავისუფლებს ნარჩენებისგან. 

სისხლის მიმოქცევის დარღვევა იმას ნიშნავს, რომ სისხლი ქვედა კიდურებში არ მიედინება სათანადოდ, როგორც საჭიროა. რასაც შეიძლება შედეგად  მოჰყვეს ენერგიის ნაკლებობა და სითხის შეკავება (შეშუპება) ფეხებში

ფეხებში სუსტი (არასაკმარისი) სისხლის მიმოქცევის სიმპტომები

სისხლის მიმოქცევის დარღვევის სიმპტომები, სუსტი ცირკულაცია უარყოფითად აისახება ფეხებზე: მაგალითად, სისხლის შესუსტებულმა მიმოქცევამ შესაძლოა გამოიწვიოს სითხის დაგუბება კოჭებთან, წვივებსა და ტერფებში. ამას შეშუპება ჰქვია. მისი სიმპტომებია: 

  • შეშუპება და სიმძიმე 
  • დაჭიმული გაცხელებული კანი 
  • სახსრების სიხისტე
  • ტკივილი დაზიანებულ ადგილებში

სისხლის სუსტმა მიმოქცევამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ვენების გაგანიერება. ვარიკოზულმა ვენებმა კი, შესაძლოა შეაფერხოს სისხლის ნაკადი და გაართულოს სისხლის დაბრუნება გულში.
ფეხების ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები, დაბუჟება და ჩხვლეტა ფეხებში ცუდი სისხლის მიმოქცევის სიმპტომები შეიძლება იყოს. 

დიაგნოზისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს.

ფეხების შეშუპების, როგორც   სუსტი სისხლის მიმოქცევის სიმპტომის სიმბოლო

ფეხების შეშუპება

კანზე სითბოს და წვის შეგრძნება სისხლის ცუდი მიმოქცევის ნიშანია

გაცხელებული კანი

ხისტი სახსრების, როგორც  სუსტი სისხლის მიმოქცევის სიმპტომის სიმბოლო

ხისტი სახსრები

ტკივილი სხეულის ნაწილებში,  სისხლის სუსტი მიმოქცევის სიმპტომის სიმბოლო

ტკივილი დაზიანებულ ადგილებში

სისხლის სუსტი მიმოქცევა ფეხებში - მიზეზები

სისხლის მიმოქცევის დარღვევა ძირითადად გამოწვეულია არტერიებისა და ვენების პრობლემებით. სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამომწვევ მიზეზებს შორისაა სხვადასხვა დაავადება, რომელიც იწვევს სისხლის შედედებას სისხლძარღვში. ასევე ცხოვრების წესი, მოწევა ან ჭარბი წონა - ორივე მათგანი ასევე ზრდის ზედაპირული ვენური დაავადების ან ვარიკოზული ვენების რისკს. 

მნიშვნელოვანია: რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის დარღვევა. დიაგნოზისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს.

5 რჩევა ჯანმრთელ ფეხებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად

გსურთ გაიგოთ, როგორ გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა ფეხებში და თავიდან აიცილოთ ვენური დარღვევები, შეშუპება, სისხლის შედედება და ა.შ.? სცადეთ ცხოვრების წესის ეს მარტივი ცვლილებები - ფეხები ამისთვის მადლობას გადაგიხდით!

დაამარცხეთ ცუდი სისხლის მიმოქცევა ვარჯიშით, რომელიც წარმოდგენილია ფეხსაცმლის გამოსახულებით

დაამარცხეთ ცუდი სისხლის მიმოქცევა ვარჯიშით

მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ჩართოთ ვარჯიში თქვენს რუტინაში: სირბილი, ცურვა, ველოსიპედი, განსაკუთრებით რეკომენდებულია სიარული. 

აკონტროლეთ თქვენი ნორმალური წონა, რათა გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა, წარმოგიდგენთ სასწორს

აკონტროლეთ წონა 

ცნობილია, რომ სხეულის წონის შენარჩუნება ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ნაკლები წონა ასევე ამცირებს ზეწოლას ვენებზე. თუ არ ხართ იდეალურ წონაზე, სცადეთ მეტი ვარჯიში. ვარჯიშები იხილეთ ზემოთ. ასევე დაგეხმარებათ სწორი კვება. წყლის შეკავებით გამოწვეული შეშუპების თავიდან ასაცილებლად  დაიცავით ნაკლებმარილიანი დიეტა.

აწიეთ ფეხები სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, გამოსახულია 3 ბალიში

აწიეთ ფეხები

ვენებში წნევას შეამცირებთ ფეხების შემოწყობით გულზე მაღალ დონეზე. მაგალითად, რამდენიმე ბალიშზე ფეხების შემოდებით. ეს არა მხოლოდ აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, არამედ ხელს უწყობს ვენების განტვირთვას და ამცირებს შეშუპებას ფეხებსა და ტერფებში (შეშუპება). 

ნუ იჯდებით ხანგრძლივად უმოძრაოდ, ფეხები ავარჯიშეთ - გამოსახულია საოფისე სკამი

ნუ იჯდებით ხანგრძლივად უმოძრაოდ, ავარჯიშეთ ფეხები

მოერიდეთ ხანგრძლივ ჯდომას ან დგომას. სასურველია პოზის ხშირად შეცვლა, რათა ხელი შეუწყოთ სისხლის მიმოქცევას.სცადეთ სამუშაო რუტინაში სიახლის შეტანა: აქეთ-იქით სიარული ან გაჭიმვა დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ სისხლის მიმოქცევის შეფერხებებს, ისევე როგორც დიდი ხნის განმავლობაში ჯდომით გამოწვეულ ბევრ სხვა პრობლემას.

დალიეთ ბევრი წყალი სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, წარმოდგენილია წყლის ბოთლი

დალიეთ ბევრი წყალი

სასმელი წყალი შესანიშნავი საშუალებაა სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად, რადგან წყლის სმა გეხმარებათ ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში. იცოდით, რომ წყლის რეკომენდებული დღიური მოცულობის გამოსათვლელად თქვენი სხეულის წონის ნახევარი 30 მლ-ზე უნდა გაამრავლოთ? სცადეთ!

ლიოტონი® 1000 გელი

ლიოტონი® 1000 - თქვენი ფეხების
ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის!

ხშირად გიმძიმდებათ ან გიშუპდებათ ფეხები ზედაპირული ვენური უკმარისობის გამო? ლიოტონი® 1000 ჰეპარინის გელი  დაგეხმარებათ მიკროცირკულაციის გაუმჯობესებით და ტკივილისა და შეშუპების  შემცირებით ფეხებსა და ტერფებში

ლიოტონი® 1000 გელის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სცადეთ!

დაკავშირებული თემები


როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს

დაინტერესებულხართ თუ არა, როგორ გეხმარებათ თქვენი ვენები მთელი დღის განმავლობაში, როგორ მუშაობს და როგორ სუსტდება? ეს ვიდეო მოგაწვდით მოკლე მიმოხილვას და გაჩვენებთ, თუ როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 თქვენი ვენების დასახმარებლად.