ვარიკოზული ვენები

რას ნიშნავს და როგორ
ვიმკურნალოთ

თუ თქვენს ფეხებზე ხილული ვენები გაჩნდა

ეს შესაძლოა ვარიკოზული ვენებია. გაარკვიეთ როგორ უნდა უმკურნალოთ და შეამციროთ ტკივილი, რომელიც შეიძლება თან ახლდეს ვარიკოზს.

ვარიკოზული ვენები - რას ნიშნავს? სიმპტომები?

ვარიკოზული ვენები არასასიამოვნო სანახავია: დაკლაკნილი, შეშუპებული და გაფართოებული ხილული ვენები, ძირითადად მოლურჯო-მოწითალო ფერისაა. ვარიკოზული ვენები, სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირია ფეხებსა და წვივებზე, არ არის დაავადება, მაგრამ შეიძლება თან ახლდეს შემაწუხებელი სიმპტომები, როგორიცაა შეშუპება და ტკივილი ფეხებში. 

ვარიკოზული ვენების სიმპტომები:
  • ამობურცული და დაკლაკნილი ვენები 
  • მუქი მეწამული ან ლურჯი ფერის ვენები 
  • შეშუპებული წვივები
  • შეშუპებული ტერფები 
  • ტკივილი ან ფეხების სიმძიმე

დიაგნოზისა და მკურნალობისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს.

ვარიკოზული ვენები, მიზეზები: რატომ ჩნდება ფეხებზე?

ვარიკოზული ვენები გაგანიერებული ვენებია ფეხებზე, გამოწვეულია სუსტი ან დაზიანებული სარქველებით და ვითარდება, როცა ვენებში წნევა იზრდება. როგორ? თქვენს ყველა ვენას აქვს კედლები და სარქველები. სარქველები ერთი მიმართულებით იღება, რაც უზრუნველყოფს სისხლის მოძრაობას ზევით და არა ქვევით, რათა თქვენი სისხლის ნაკადი მიმართოს გულისკენ. როდესაც ვენების სარქველები ზიანდება ან სუსტდება ზედმეტი წნევისგან, თქვენს ვენებში სისხლი გუბდება, ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს უკუდინებასაც, რასაც მოჰყვება ვენების გაგანიერება ანუ ვარიკოზი.

გრავიტაციის გამო რთულია სისხლის დაბრუნება გულში. ფეხებზე გულიდან შორს მდებარე ვენები ხშირად ზიანდება, ჩნდება ვარიკოზული ვენები. 

ვარიკოზული ვენების მსუბუქი ფორმაა ეგრეთ წოდებული „ობობის ქსელები“. პატარა ზომის სისხლძარღვები, რომლებიც უფრო ახლოსაა კანის ზედაპირთან, ხშირად წითელი ან ლურჯი ფერისაა. 

თუმცა ვარიკოზული ვენები შეიძლება დაკავშირებული იყოს ჯანმრთელობის უფრო სერიოზულ პრობლემებთან, როგორიცაა ფლებიტი, როცა რომელიმე ერთ ვარიკოზულ ვენაში ვითარდება ანთება.

ობობას ქსელივით ვენების და ვარიკოზული ვენების შედარების ფოტო

ვარიკოზული ვენები - რა არის ვენური უკმარისობის რისკის ფაქტორები?

ღელავთ, რომ შესაძლოა ვარიკოზული ვენების მიმართ მიდრეკილება გქონდეთ? იხილეთ ვარიკოზის გამომწვევი რამდენიმე ფაქტორი:

  • ასაკი –ასაკის მატებასთან ერთად იზრდება ვენების ვარიკოზული გაგანიერების რისკი
  • სქესი – ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში, რადგან ქალის ჰორმონებს შეუძლიათ ვენების კედლების მოდუნება 
  • ჭარბი წონა, სიმსუქნე – რადგან წონის გამო თქვენს ვენებზე დატვირთვა მატულობს 
  • პასიური ცხოვრების წესი - ხანგრძლივად ჯდომა ან დგომა აფერხებს სისხლის მიმოქცევას 
  • ორსულობა - თქვენს ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებებისა და სისხლის მოცულობის გაზრდის გამო 
  • ოჯახური ისტორია – თუ მშობლებს ჰქონდათ ვარიკოზული ვენები
ხანდაზმული ასაკის, როგორც ვარიკოზული ვენების რისკის ფაქტორის სიმბოლო

ხანდაზმული ასაკი

მდედრობითი სქესის, როგორც ვარიკოზული ვენების რისკის ფაქტორის სიმბოლო

მდედრობითი სქესი

ჭარბი წონის, როგორც ვარიკოზული ვენების რისკის ფაქტორის სიმბოლო

სიმსუქნე

არასაკმარისი ვარჯიშის, როგორც ვარიკოზული ვენების რისკის ფაქტორის სიმბოლო

არასაკმარისი ვარჯიში

ორსულობის, როგორც ვარიკოზული ვენების რისკის ფაქტორის სიმბოლო

ორსულობა

მემკვიდრეობის, როგორც ვარიკოზული ვენების რისკის ფაქტორის სიმბოლო

ვარიკოზული ვენების ოჯახური ისტორია

ვარიკოზული ვენები - როგორ ვუმკურნალოთ

არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებზეც არ შეგიძლიათ გავლენის მოხდენა, ისეთი როგორიცაა გენეტიკური მიდრეკილება, ასაკი (იხ. ზემოთ), მაგრამ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ვარიკოზული ვენების გართულებები და დეხმაროთ ფლებიტის მკურნალობას ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვით. ჯანსაღი ცხოვრების წესმა შეიძლება შეამციროს ვარიკოზული ვენების განვითარების რისკიც.

გახსოვდეთ: ზომები, რომლებიც შეგიძლიათ სახლის პირობებში მიიღოთ ვარიკოზული ვენების დისკომფორტის მოსახსნელად ანალოგიურია, მათი საპრევენციო ზომებისა. 

დიაგნოზისა და მკურნალობისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს, განსაკუთრებით, თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდა.
 

ტოპ 5 რჩევა ვარიკოზული ვენების მქონეთათვის:

  1. ივარჯიშეთ რეგულარულად - იმოძრავეთ! ზომიერი ვარჯიში, მაგალითად სიარული, განსაკუთრებით სასარგებლოა ფეხებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. იხილეთ ჩვენი ვარჯიშები ჯანსაღი ფეხებისთვის. 
  2. მოერიდეთ ხანგრძლივად ჯდომას ან დგომას. უმოძარობა დიდ ზეწოლას ახდენს ვენებზე. 
  3. აკონტროლეთ წონა და რას ჭამთ. რაც უფრო ნაკლები კილოგრამი აწვება თქვენს ფეხებს, მით ნაკლებია წნევა ვენებზე. დაიცავით ჯანსაღი დიეტა. დამატებითი რჩევა: მარილის შემცირება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შეშუპება და წყლის შეკავება ფეხებსა და ტერფებში. 
  4. აწიეთ ფეხები - გააკეთეთ რამდენიმე ხანმოკლე შესვენება. ფეხები აწიეთ და დადეთ ბალიშზე ისე, რომ ფეხები გულის დონეზე მაღლა იყოს. ეს კომფორტულია, და, ამავდროულად გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას. 
  5. ჩაიცვით კომფორტული ტანსაცმელი და მოერიდეთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს. უკაცრავად, მაგრამ დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი უფრო კარგად ამუშავებს წვივის კუნთებს. ასევე, მოერიდეთ ზედმეტად მჭიდრო ტანსაცმელს, რადგან ის ზღუდავს სისხლის ნაკადს. 

ზოგადად, ვენების ვარიკოზის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა ჯანსაღი ცხოვრების წესი ხშირი ვარჯიშით.

ამიტომ, წაიკითხეთ ჩვენი რჩევები/სტატია სისხლის მიმოქცევის შესახებ და გაეცანით ფეხების ვარჯიშების ვიდეოს.

ლიოტონი® 1000 გელი

ლიოტონი® 1000 - თქვენი ფეხების
ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის!

უნდა იცოდეთ: ლიოტონი® 1000 გელი  გაგრილების შეგრძნებასაც იწვევს და
გამოსაყენებლად სასიამოვნოა, სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს არავითარ ლაქებს 

ლიოტონი® 1000 გელის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სცადეთ!

კარგია იცოდეთ, რომ:

ლიოტონი® 1000 გელი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ჰეპარინს. ჰეპარინს მოქმედების სწრაფი მექანიზმის წყალობით შეუძლია ხელი შეუწყოს ზედაპირული ვენური უკმარისობის სიმპტომების შემცირებას მიკროცირკულაციის გაუმჯობესებით და ვარიკოზით განპირობებული ტკივილისა და შეშუპების შემცირებით. 

პრეპარატის გამოყენებამდე რჩევა ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დაკავშირებული თემები


როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს

დაინტერესებულხართ თუ არა, როგორ გეხმარებათ თქვენი ვენები მთელი დღის განმავლობაში, როგორ მუშაობს და როგორ სუსტდება? ეს ვიდეო მოგაწვდით მოკლე მიმოხილვას და გაჩვენებთ, თუ როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 თქვენი ვენების დასახმარებლად.