კარგი სისხლის მიმოქცევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის
ეს ფეხებსაც ეხება. წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ რამდენიმე მარტივი რჩევა, როგორ გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა!
შინაარსი
რატომ არის მნიშვნელოვანი კარგი სისხლის მიმოქცევა ფეხებში?
ცირკულაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის. სისხლის მუდმივ მოძრაობას სხეულში შესაძლებელს ხდის გულის დგუშისებური მუშაობა. სისხლის ეს მოძრაობა ანუ “მიმოქცევა” ხდება სისხლძარღვთა ქსელში რომლებშიც სისხლი გულიდან გადაიტყორცნება და გულშივე ბრუნდება.
სისხლის მიმოქცევის სისუსტე ნიშნავს სისხლის არასათანადოდ მიწოდებას სხვადასხვა სისტემისთვის - რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ზოგად ჯანმრთელობაზე და პრობლემები შექმნას -დაწყებული დაღლილობის შეგრძნებიდან და მონელების დარღვევიდან, დამთავრებული ფეხების დაწყლულების გაზრდილი რისკით.
ფეხებში სუსტი (არასაკმარისი) სისხლის მიმოქცევის სიმპტომები
სუსტი ცირკულაცია ცუდი ამბავია თქვენი ფეხებისთვის: მაგალითად, სისხლის შესუსტებულმა მიმოქცევამ შესაძლოა გამოიწვიოს სითხის შეგუბება წვივების, კოჭებისა და ტერფების არეში. ამას შეშუპება ჰქვია.
სისხლის სუსტმა მიმოქცევამ ასევე შეიძლება არსებული ვარიკოზული ვენები თვალსაჩინო გახადოს. ვარიკოზულმა ვენებმა კი შესაძლოა შეაფერხოს სისხლის ნაკადი და გაართულოს სისხლის დაბრუნება გულში. ასევე, ფეხების ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები, დაბუჟება და ჩხვლეტა ფეხებში შეიძლება იყოს ცუდი სისხლის მიმოქცევის სიმპტომები.
დიაგნოზისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს.
სისხლის სუსტი მიმოქცევა ფეხებში - მიზეზები
სისხლის მიმოქცევის დარღვევა ძირითადად გამოწვეულია არტერიებისა და ვენების პრობლემებით. ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის ხელშემწყობია სხვადასხვა სამედიცინო პრობლემები და მიზეზები, როგორიცაა შედედება ფეხების სისხლძარღვებში. ასევე ცხოვრების წესი, მოწევა ან ჭარბი წონა - ორივე მათგანი ასევე ზრდის ზედაპირული ვენური დაავადების ან ვენების ვარიკოზის რისკს.
მნიშვნელოვანია: რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის დარღვევა. დიაგნოზისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს.
5 რჩევა სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად ფეხების სიჯანსაღისთვის
გსურთ გაიგოთ როგორ გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა ფეხებში? და თავიდან აიცილოთ ვენური დარღვევები, შეშუპება, სისხლის შედედება და ა.შ.? სცადეთ ცხოვრების წესის ეს მარტივი ცვლილებები - ფეხები ამისთვის მადლობას გეტყვიან!
დაამარცხეთ სუსტი სისხლის მიმოქცევა ვარჯიშით
ყველანაირად ეცადეთ, ვარჯიში თქვენი ყოველდღიური რუტინის ნაწილად აქციოთ. თუმცა, ნუ იჩქარებთ ისეთი ვარჯიშების დაწყებას, როგორიცაა სირბილი, ცურვა, ველოსიპედით სიარული და ა.შ. – მოერიდეთ გადატვირთვას. განსაკუთრებით რეკომენდებულია სიარული.
აკონტროლეთ წონა
ნორმალური წონის შენარჩუნება რომ კარგი ცირკულაციის ხელშემწყობია, ახალი ამბავი არ არის. ნაკლები წონა ვენებზე დატვირთვასაც ამცირებს. ჯერ კიდევ არ ხართ იდეალურ წონაზე? ეცადეთ, მეტი ივარჯიშოთ (იხილეთ ზემოთ მოცემული რჩევები). ასევე დაიცავით დაბალმარილიანი დიეტა, რათა თავიდან აიცილოთ შეშუპება, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში სითხის შეკავებით.
აწიეთ ფეხები
ვენებზე ზეწოლის შესამცირებლად, ასწიეთ ფეხები გულის დონეზე მაღლა. მაგალითად, შეგიძლიათ რამდენიმე ბალიშზე შემოაწყოთ. ეს არა მხოლოდ აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, არამედ ხელს უწყობს ვენებიდან სითხის გადინებას და ამცირებს შეშუპებას ფეხებსა და კოჭებში (შეშუპება).
ნუ იჯდებით ხანგრძლივად უმოძრაოდ, ავარჯიშეთ ფეხები
მოერიდეთ დიდხანს ჯდომას ან დგომას. ეცადეთ, ხშირად შეიცვალოთ პოზიცია, რათა სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდეს. თქვენს სამუშაო რუტინაში შეიტანეთ ცვლილებები: გაიარ-გამოიარეთ ან დაწექით და ფეხები აწიეთ. ეს დაგეხმარებათ სისხლის მიმოქცევის დარღვევებთან ბრძოლაში, ისევე როგორც მრავალი სხვა პრობლემის მოგვარებაში, რომელიც გამოწვეულია ხანგრძლივი ჯდომით.
ლიოტონი®1000 - თქვენი ფეხების ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის!
ფეხები ხშირად გიმძიმდებათ ან გიშუპდებათ ზედაპირული ვენური უკმარისობის გამო? ლიოტონი®1000 გელის აქტიური ნივთიერება ჰეპარინი დაგეხმარებათ ფეხებში მიკროცირკულაციის გაუმჯობესებით, ტკივილისა და შეშუპების შემცირებით კოჭ-წვივის არეებში.
ლიოტონი®1000 გელის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს
დაფიქრებულხართ როდესმე, როგორ გვეხმარება ვენები, როგორ მუშაობს და თანდათან როგორ სუსტდება? მოკლე მიმოხილვა ამ ვიდეოშია, რომელიც ასევე გიჩვენებთ თუ როგორ ეხმარება ლიოტონი®1000 თქვენს ვენებს.