აქტიური ინგრედიენტი ჰეპარინი
რა არის ჰეპარინი?
ჰეპარინი ბუნებრივი ნაერთია, რომელიც ცნობილია თავისი მოქმედებით სისხლის შედედების კასკადზე. ჰეპარინს აქვს შედედების, ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო თვისებები.
როგორ მოქმედებს ჰეპარინი?
ჰეპარინს, ლიოტონი®1000 გელის ძირითად ინგრედიენტს, მოქმედების რამდენიმე მექანიზმი გააჩნია. ანთების მედიატორებზე ზემოქმედებით ამცირებს ტკივილს და გაღიზიანებას. ამასთან ერთად, ჰეპარინი აქვეითებს ანთებითი ვენებიდან სითხის გაჟონვას და ამცირებს შეშუპებას. ასევე, აქვეითებს სისხლის შედედებას და აუმჯობესებს ცირკულაციას.
ანთებაზე, სითხის ჟონვასა და სისხლის შედედებაზე ჰეპარინის ზემოქმედებით, ლიოტონი®1000 გელი ამცირებს ზედაპირული ვენების დაავადებების სიმპტომებს.
რატომ ჰქვია ლიოტონი®1000 გელი?
ლიოტონი®1000 გელის თოთოეული გრამი შეიცავს ჰეპარინის 1000 საერთაშორისო ერთეულს. ასეთი მაღალი კონცენტრაცია და გელის ფორმა ერთობლიობაში განაპირობებს ჰეპარინის ღრმა შეღწევას კანში, რაც ამ პრეპარატს უპირატესობას ანიჭებს მალამოსთან შედარებით.
როგორ მუშაობს ლიოტონი®1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს
ოდესმე გიფიქრიათ, როგორ გვეხმარებიან ჩვენი ვენები ყოველდღე, როგორ მუშაობენ და როგორ სუსტდებიან? ეს ვიდეო წარმოგიდგენთ სწრაფ მიმოხილვას და გაჩვენებთ, როგორ მუშაობს ლიოტონი®1000 გელი თქვენი ვენების დასახმარებლად.