ფეხების ტკივილი

როგორ მოვიხსნათ შეშუპება და ფეხების ტკივილი

ხანდახან ფეხები გიმძიმდებათ, გექავებათ ან შეშუპება გაქვთ?

განსაკუთრებით თუ საღამოს ხანგრძლივი ჯდომის ან დგომის შემდეგ გისივდებათ, მაშინ ეს შეიძლება ვენური უკმარისობით იყოს გამოწვეული. გაიგეთ მეტი, რა უნდა გააკეთოთ ფეხების ტკივილის დროს ქრონიკული ვენური უკმარისობისას და როგორ შეინარჩუნოთ ჯანმრთელი ფეხები აქტიური ცხოვრების გასაგრძელებლად!

ვენური უკმარისობით გამოწვეული სიმპტომები ფეხებთან მიმართებაში

ფეხების ტკივილი და ფეხის არადიფერენცირებული ტკივილი საერთო პრობლემაა. თუმცა, ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:

  • ფეხების და ტერფის შეშუპება
  • ტკივილი, რომელიც ძლიერდება დგომისას და უმჯობესდება, ფეხების აწვისას
  • ვარიკოზული ვენები
  • ქავილი, მტკივნეულობა
  • მოუსვენარი ფეხები
  • სიმძიმის შეგრძნება ფეხებში
  • დაჭიმვის შეგრძნება წვივებში
  • ზოგჯერ კანჭის კრუნჩხვები…

შეიძლება იყოს ფეხების ქრონიკული ვენური უკმარისობით გამოწვეული (თუმცა ამას ზოგიერთი სხვა მიზეზიც შეიძლება ჰქონდეს).

ფეხების შეშუპებული  ვენური უკმარისობით გამოწვეული ფეხების ტკივილის სიმბოლო

შეშუპება ფეხებში

ფეხზე დგომისას ტკივილის,  როგორც ვენური უკმარისობით გამოწვეული ფეხების ტკივილის სიმპტომის, სიმბოლო

ტკივილი დგომისას

ვარიკოზული ვენების, როგორც ფეხების ვენური უკმარისობით გამოწვეული ტკივილის სიმპტომის სიმბოლო

ვარიკოზული ვენები

ფეხების ქავილის, როგორც ვენური უკმარისობით გამოწვეული ტკივილის სიმპტომის სიმბოლო

ქავილი

ფეხების ტკივილის, როგორც ვენური უკმარისობით გამოწვეული სიმპტომის სიმბოლო

ფეხების ტკივილი

ფეხებში სიმძიმის, როგორც  ვენური უკმარისობით გამოწვეული სიმპტომის სიმბოლო

სიმძიმე ფეხებში

დაჭიმულობის შეგრძნების, როგორც ვენური უკმარისობით გამოწვეული სიმპტომის სიმბოლო

დაჭიმულობის შეგრძნება

ფეხებში კრუნჩხვის, როგორც  ვენური უკმარისობით გამოწვეული სიმპტომის სიმბოლო

ფეხების კრუნჩხვა

მიზეზები

ფეხების ტკივილს შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს*, მაგრამ ზემოხსენებული სიმპტომები, განსაკუთრებით, თუ ისინი ხანგრძლივი დღის ან დიდი ხნით დგომის (ან ჯდომის) შემდეგ ვლინდება, მიუთითებს ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევაზე, რომელსაც ეწოდება ქრონიკული ვენური დაავადება ან ვენური უკმარისობა.
ეს არის მდგომარეობა, რომელიც მაშინ ვლინდება, როცა თქვენს ფეხებში ვენების სარქველები არასათანადოდ მუშაობს და ვერ უზრუნველყოფს სისხლის ეფექტურად ადინებას ფეხებიდან გულისაკენ. სისხლი ფეხებში გუბდება და, ჩვეულებრივ, შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და შეშუპება. 

რისკის ზოგიერთი სხვა ფაქტორისა და მიზეზის გარდა (იხილეთ ქვემოთ), ვენებში წნევის მატებას ხშირად უბრალოდ ხანგრძლივი ჯდომა ან დგომა იწვევს.

ვენების სარქველების ფუნქცის დარღვევა შეიძლება უკავშირდებოდეს ვარიკოზულ ვენებს - კანის ქვეშ შესამჩნევ გაფართოებულ სისხლძარღვებს. წაიკითხეთ მეტი ამ მდგომარეობის შესახებ აქ

ღამით ფეხების ტკივილი გაღვიძებთ? გადაამოწმეთ, შესაძლოა მოუსვენარი ფეხების სინდრომი გქონდეთ.

თუ სპორტის, ვარჯიშის ან რამე შემთხვევის შემდეგ კიდურების კუნთების დაჭიმულობა გაქვთ, გაეცანით ამ სტატიას.

* დიაგნოზისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს 

რისკის ფაქტორები:

არსებობს გარკვეული რისკისა და ცხოვრების წესის ფაქტორები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ფეხების ტკივილს ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს. 

  • ხართ ქალი 
  • ზიხართ ან დგახართ დიდი ხნის განმავლობაში უმოძრაოდ 
  • 50 წელს გადასცილდით
  • ეწევით 
  • ჭარბწონიანი ხართ 
  • გაქვთ კუნთების სისუსტე, გადატანილი ოპერაცია ფეხზე ან ტრავმა 
  • ზედაპირული ვენების დაავადების ოჯახური ისტორია გაქვთ 
  • ხართ ან იყავით ორსულად 

… მაშინ თქვენ ალბათ უფრო მეტად ხართ მიდრეკილი ქრონიკული ვენური უკმარისობისკენ და შეიძლება უფრო ხშირად განიცდიდეთ ფეხების ტკივილს. 

ფეხების გამოკვლევებისთვის, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად რეგულარულად მიმართეთ ექიმს. 

ქალის, როგორც ქრონიკული ვენური უკმარისობის ფეხების ტკივილის რისკის ფაქტორის სიმბოლო

მდედრობითი სქესი

მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომის, როგორც ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს ფეხების ტკივილის მიზეზის სიმბოლო

ფეხზე დგომა მთელი დღე

ასაკის, როგორც ფეხების ტკივილის რისკის ფაქტორის სიმბოლო ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს

50 წელს გადაცილებული ასაკი

მოწევის, როგორც ფეხების ტკივილის მიზეზის სიმბოლო ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს

მწეველობა

სიმსუქნის, როგორც ფეხების ტკივილის მიზეზის სიმბოლო ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს

სიმსუქნე

კუნთების სისუსტის, როგორც ფეხების ტკივილის მიზეზის სიმბოლო ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს

კუნთების სისუსტე

მემკვიდრეობითობის,როგორც ფეხების ტკივილის რისკის ფაქტორის სიმბოლო ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს

ზედაპირული ვენების დაავადების ოჯახური ისტორია

ორსულობისა და მშობიარობის, როგორც ფეხების ტკივილის მიზეზის სიმბოლო ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს

ორსულობა და მშობიარობა

მკურნალობა და პრევენცია:

ფეხების ტკივილის მკურნალობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა, ვენური უკმარისობისა და ვარიკოზული ვენების რისკის შესამცირებლად აუცილებელია სისხლის მიმოქცევისა და კუნთების ტონუსის გაუმჯობესება.  

ასევე, უნდა გადაიხედოს თქვენი ცხოვრების წესი და შეეცადოთ, რომ ის მოიცავდეს:

  • ვარჯიშს 
  • წონის კონტროლს
  • ჯდომისა და დგომისას პოზიციების შეცვლას დღის განმავლობაში 
  • ფეხების მაღლა მოთავსებას

ასევე, წაიკითხეთ ჩვენი რჩევები სისხლის მიმოქცევის შესახებ და იხილეთ ჩვენი სავარჯიშო გვერდი სასარგებლო ვიდეოებითა და ფეხების ვარჯიშებით, რომლებიც შეგიძლიათ მარტივად გააკეთოთ სახლში, რათა თავიდან აიცილოთ ფეხების ტკივილი გრძელვადიან პერსპექტივაში და გაიუმჯობესოთ ფეხების ჯანმრთელობა.

ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რათა გამორიცხოთ ფეხების ტკივილის სხვა მიზეზი ან დაავადება. 

ორი ადამიანი დარბის და ვარჯიშობს, რაც ხელს შეუწყობს ქრონიკული ვენური უკმარისობით გამოწვეული ფეხების ტკივილის თავიდან აცილებას

დახმარება ფეხების ტკივილისას:

თუ ფეხების ტკივილი გამოწვეულია ქრონიკული ვენური უკმარისობით (ყოველთვის მიმართეთ ექიმს დიაგნოზისთვის!), არსებობს ზოგიერთი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ტკივილის შესამსუბუქებლად:

  • დასვენება და ფეხების აწევა გულის დონეზე მაღლა, საშუალებას მისცემს სისხლის ნაკადს, წამოვიდეს უკან გულისკენ
  • მოერიდეთ ხანგრძლივ ჯდომას და დგომას 
  • თუ დიდხანს გიწევთ ჯდომა, გააკეთეთ ფეხის მარტივი ვარჯიშები: მოხარეთ და გაშალეთ ფეხები 10-ჯერ ყოველ 30 წუთში, რათა ვენებში სისხლმა უკეთ იმოძრაოს 
  • თუ დიდხანს გიწევთ დგომა: გააკეთეთ შესვენება და აწიეთ ფეხები მაღლა 
  • რეგულარულად ივარჯიშეთ. განსაკუთრებით სასარგებლოა სიარული 
  • თუ ჭარბი წონა გაქვთ, დაიკელით 
  • ატარეთ კომპრესიული წინდები 
  •  დაიცავით ფეხებზე კანის ჰიგიენა
ლიოტონი® 1000 გელი

ლიოტონი - თქვენი ფეხების
ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის!

კარგია, თუ გაითვალისწინებთ: ლიოტონი უზრუნველყოფს დამამშვიდებელ გამაგრილებელ შეგრძნებას,
სასიამოვნოა გამოსაყენებლად, სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ლაქებს.

ლიოტონი® 1000 გელის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სცადე!

სპეციალური რჩევა:

ლიოტონი® 1000 გელი დაგეხმარებათ ვენური უკმარისობით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებაში თუ გსურთ განაგრძოთ ფეხზე დგომა და აქტიური ცხოვრება. 

ლიოტონი® 1000 გელი  შეიცავს აქტიურ ნივთიერება ჰეპარინს მაღალი კონცენტრაციით ჰეპარინს შეუძლია შეამციროს ზედაპირული ვენური უკმარისობის სიმპტომები, გააუმჯობესოს მიკროცირკულაცია და, ასევე, შეამციროს შემაწუხებელი ტკივილი და შეშუპება ფეხებში. 

დაკავშირებული თემები


როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს

დაინტერესებულხართ თუ არა, როგორ გეხმარებათ თქვენი ვენები მთელი დღის განმავლობაში, როგორ მუშაობს და როგორ სუსტდება? ეს ვიდეო მოგაწვდით მოკლე მიმოხილვას და გაჩვენებთ, თუ როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 თქვენი ვენების დასახმარებლად.