Sorry, you need to enable JavaScript to visit this website.

უჰ, სპორტული ტრავმები ყველგან გვისაფრდება და ხშირად ამის შედეგი მტკივნეული დაჟეჟილობებია.

სპორტული ტრავმები და დაზიანებები ხშირია  ვარჯიშის დროს, რასაც თან სდევს მტკივნეული სისხლჩაქცევა ან დაჟეჟილობა. არაა საჭირო ტკივილის მოთმენა: გაიგეთ მეტი, რა ზომები უნდა მიიღოთ ტკივილის შესამსუბუქებლად, რომ მალევე დაუბრუნდეთ აქტიურ ცხოვრებას!

სპორტული ტრავმების მიზეზები:

სპორტული ტრავმები ხშირია ნებისმიერი ტიპის ვარჯიშის დროს. ტრავმა შეიძლება იყოს  მწვავე და მოულოდნელი, ყველაზე ხშირია, დაცემა ან ფეხის გადაბრუნება. დაჭიმულობა, სისხლჩაქცევა და დაჯეჟილობა  რბილი ქსოვილების ყველაზე გავრცელებული დაზიანებებია. დაჭიმვა არის იოგის დაჭიმვა ან გახევა და ხშირად აზიანებს კოჭებს, მუხლებსა და მაჯებს მყესების ძლიერად მოხრის, ამობრუნების გამო. კონტუზია, როგორც წესი, ხდება პირდაპირი დარტყმის ან ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, რაც აზიანებს ქვეშ მდებარე კუნთოვან ბოჭკოებსა და შემაერთებელ ქსოვილს. ტრავმის გარშემო შემაერთებელ ქსოვილში სისხლი გუბდება.

დიაგნოზისთვის ყოველთვის მიმართეთ   ექიმს.

რა სიმპტომები აქვს დაჭიმულობას და ჰემატომას?

თქვენ ალბათ ადრეც გქონიათ მსგავსი რამ - ჩვეულებრივ ჰემატომას ახასიათებს:

  • ტკივილი, მომატებული მგრძნობელობა
  • დაზიანებული ადგილის შეშუპება ან ჩალურჯება
  • ტკივილის მატება ტრავმის მიღების შემდგომ დღეებში
  • სისხლდენა ან კანქვეშა შეშუპება, ფერის შეცვლა
  • მოძრაობის შეზღუდვა

დაჭიმულობას ახასიათებს:

  • სისხლჩაქცევა
  • შეშუპება
  • ანთება

ყოველთვის მიმართეთ ექიმს

სპორტული ტრავმების მკურნალობა

მცირე სპორტული ტრავმების მკურნალობა სახლის პირობებში ე.წ. RICE მეთოდი - ეს არის თავის მოვლის მარტივი ტექნიკა, რომელიც დაგეხმარებათ შეშუპებისა და ტკივილის შემცირებაში და  განკურნების დაჩქარებაში.

დიაგნოზისა და სათანადო მკურნალობისათვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს

პირველი დახმარება ე.წ. RICE მეთოდი - ადვილად დასამახსოვრებელი

R est - დაისვენე 
I ce -  დაიდე ყინული 
C ompression - გამოიყენე კომპრესიული სახვევი 
E levation - აწიე მაღლა

დასვენება დაგვეხმარება ფეხის ტკივილის, შეშუპების დროს სპორტული ტრავმის შემდეგ
დასვენება დაგვეხმარება ფეხის ტკივილის, შეშუპების დროს სპორტული ტრავმის შემდეგ

R est - დაისვენე

თუ ტრავმა მიიღეთ, პირველი ორი დღე არ ივარჯიშოთ, დაისვენეთ, არ დააწვეთ დაზიანებულ ადგილს  სისხლჩაქცევების თავიდან ასაცილებლად.

ყინულს შეუძლია დაეხმაროს ფეხის ტკივილს სპორტული აქტივობის შემდეგ
ყინულს შეუძლია დაეხმაროს ფეხის ტკივილს სპორტული აქტივობის შემდეგ

I ce - დაიდე ყინული

დაადეთ ყინული ტრავმირებულ ადგილს. ყინული შეამცირებს ტკივილს და შეშუპებას. გაიჩერეთ ყინული 20 წუთამდე, დღეში რამდენჯერმე. მოყინვის თავიდან ასაცილებლად, არ დაიდოთ ყინული პირდაპირ კანზე, გაახვიეთ პირსახოცში.

კომპრესიული სახვევი შეიძლება დაეხმაროს ფეხის ტკივილს ტრავმის შემდეგ
კომპრესიული სახვევი შეიძლება დაეხმაროს ფეხის ტკივილს ტრავმის შემდეგ

C ompression - გამოიყენე კომპრესიული სახვევი

შეშუპების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია კომპრესიული სახვევის დადება, მაგ ტრავმის გარშემო ბინტის შემოხვევა, მაგრამ ის არ  უნდა იყოს ძალიან მჭიდრო რომ არ შეაფერხოს სისხლის ნაკადი.

ფეხების მაღალზე მოთავსება შეიძლება დაეხმაროს ფეხის ტკივილს სპორტის შემდეგ
ფეხების მაღალზე მოთავსება შეიძლება დაეხმაროს ფეხის ტკივილს სპორტის შემდეგ

E levation - აწიე მაღლა

დაზიანებული კიდურის აწევა გულის დონეზე მაღლა  და კომფორტულ მდგომარეობაში მოსვენება (მაგალითად, ბალიშებზე) შეამცირებს სისხლის ნაკადს, ტკივილს და შეშუპებას. შეძლებისდაგვარად იქონიეთ ფეხი ხანგრძლივად აწეული, მაგალითად, ბალიშზე.

წაისვით გელი, როგორიცაა ლიოტონი® 1000 გელი

ლიოტონი®1000 ჰეპარინის გელის გამოყენება (ტრავმების, დაჭიმულობის ან ვენებზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ) დაგეხმარებათ სისხლჩაქცევებისა და ჰემატომების მკურნალობაში.

ლიოტონი®1000 ჰეპარინის გელი აღწევს კანში და ხელს უშლის სისხლის კოლტების წარმოქმნას, აუმჯობედებს მიკროცირკულაციას.

3-10 სმ სიგრძის გელი ნაზად შეიზილეთ დაზიანებულ უბანზე დღეში 1-3-ჯერ.

მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით. თუ დარწმუნებული არ ხართ, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან ასევე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ დაზიანებულ არეზე არის ინფექციის ნიშნები, სისხლდენა ან ღია ჭრილობა.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ ლიოტონი®1000 გელი ღია ჭრილობებზე !

ლიოტონი®1000 გელი
ლიოტონი®1000 გელი

ლიოტონი®1000 - თქვენი ფეხების ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის!

უნდა იცოდეთ: ლიოტონი® 1000 ასევე იწვევს გაგრილების შეგრძნებას და სასიამოვნო გამოსაყენებელია,
სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ლაქებს
 

ლიოტონი®1000 გელის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ ავიცილოთ თავიდან სპორტული დაზიანებები

რომელი სპორტით, თამაშით თუ ვარჯიშითაც არ უნდა იყოთ დაკავებული: სპორტული ტრავმების თავიდან ასაცილებლად

გაითვალისწინეთ:

  • გამოიყენეთ შესაბამისი აღჭურვილობა.
  • შეეცადეთ შეარჩიოთ დაბალანსებული ფიტნეს პროგრამა.
  • გახურდით ვარჯიშის წინ მოსამზადებლად, დაჭიმვამდეც კი.
  • შეინარჩუნეთ  ჰიდრატაცია ანუ წყლის შემცველობა – დალიეთ წყალი დეჰიდრატაციისა და სიცხისგან გამოწვეული გამოფიტვის თავიდან ასაცილებლად.
  • დაისვენეთ, როცა დაიღლებით.

კარგი იდეაა ყოველთვის ატაროთ ლიოტონი® 1000 გელი სავარჯიშო ჩანთით, მორიგი სპორტული ტრავმის შედეგის თავიდან ასაცილებლად.

რა არ უნდა გააკეთოთ:

  • ნუ გადაიღლებით და თავს ძალას ნუ დაატანთ
  • ნუ დაიჭიმებით ტკივილამდე
  • ნუ დაივიწყებთ სწორად გაგრილებას ვარჯიშის ან სპორტის შემდეგ: თქვენი გაგრილება მინიმუმ 10 წუთი უნდა გაგრძელდეს.
რჩევები ფეხის ტკივილის თავიდან ასაცილებლად ვარჯიშის შემდეგ, ქალი აკეთებს გაჭიმვებს
რჩევები ფეხის ტკივილის თავიდან ასაცილებლად ვარჯიშის შემდეგ, ქალი აკეთებს გაჭიმვებს

დაკავშირებული თემები

სისხლის მიმოქცევა

როგორ გავაუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა ფეხებში

სისხლჩაქცევები და ჰემატომები

სისხლჩაქცევები და ჰემატომები

ფეხის შეშუპება და სისხლჩაქცევები სპორტული ტრავმების შემდეგ

როგორ მოვიხსნათ შეშუპება და ფეხების ტკივილი

ვარიკოზული ვენები

ვარიკოზული ვენები

ლიოტონი®1000 შესახებ

ლიოტონი®1000 შესახებ

როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს

დაფიქრებულხართ როდესმე, როგორ გვეხმარება ვენები, როგორ მუშაობს  და თანდათან როგორ სუსტდება? მოკლე მიმოხილვა ამ ვიდეოშია, რომელიც ასევე გიჩვენებთ თუ როგორ ეხმარება ლიოტონი®1000 თქვენს ვენებს.