ლიოტონი®1000 გელი თქვენს ბარგში
შინაარსი
მოგზაურობისას
ავტომობილით, მატარებლით ან თვითმფრინავით ხანგრძლივი მგზავრობისას, შეზღუდულ სივრცეში დიდი ხნით ჯდომის გამო ფეხებს მრავალი სიძნელე ექმნება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ვენური სისხლის მიმოქცევის პრობლემები.
ის პირები, ვისაც უკვე აქვთ გამოხატული ქსელისებრი ვენები, ვარიკოზი ან დიდი ხანია უჩივიან სიმძიმეს ფეხებში, განსაკუთრებით დიდხანს დგომისა და ჯდომის მერე, უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. თუ ხშირად გაწუხებთ ფეხების ტკივილი ან შეშუპება, მიმართეთ ექიმს. ლიოტონი®1000 გელი დაგეხმარებათ ზედაპირული ვენების უკმარისობის სიმპტომების შემცირებაში. აქტიური ინგრედიენტი ჰეპარინი ზედაპირულ ვენებში დაგეხმარებათ სისხლის კოლტების წარმოქნისაგან თავის არიდებაში, გაგიუმჯობესებთ მიკროცირკულაციას (სისხლის მიმოქცევას მცირე ზომის სისხლძარღვებში) და შეამცირებს შეშუპებას.
თრომბოზის რისკი
შორ მანძილზე მგზავრობამ შეიძლება გაზარდოს თრომბოზის რისკი.
თრომბოზი ვენებში სისხლის კოლტების წარმოიქმნისა და ვენების დახშობისას ვითარდება - ძირითადად ქვედა კიდურებში. ამ ვენების საშუალებით სისხლი ფეხებიდან გულს უბრუნდება. ეს პროცესი ხორციელდება ე.წ. კუნთოვანი ტუმბოს: საშუალებით, რომელიც სიარულის დროს ძაბავს და ადუნებს ფეხის კუნთებს.
თავისუფალი ტანსაცმლის ტარება, დიდი რაოდენობით წყლის სმა და ვარჯიში დაგეხმარებათ.
კუნთოვანი ტუმბო
თუ ვზივართ ან ვწევართ და არ ვმოძრაობთ საკმარისად, ჩვენი კუნთოვანი ტუმბო ვერ მუშაობს. ამის შედეგად, სისხლი ვენებიდან გულისკენ გაცილებით ნელა მიედინება და თრომბოზის რისკი შეიძლება გაიზარდოს. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია ვარჯიშით.
ვარ თუ არა მე რისკის ქვეშ?
ხანგრძლივი მგზავრობის დროს სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკი იზრდება შემდეგი მიზეზებით:
- პერორალური კონტრაცეპტივების ხმარება
- ავთვისებიანი სიმსივნე
- ოპერაცია ახლო წარსულში
- ხანდაზმული ასაკი
- სიმსუქნე
- თამბაქოს მოხმარება
- გულის უკმარისობა
- წარსულში გადატანილი თრომბოზი
- გენეტიკური წინასწარგანწყობა
5 პირველი კლასის რჩევა დიდ მანძილზე მგზავრობისას
შექმენით საკუთარი ადგილი ფეხებისთვის
1 - კომპრესიული წინდები
ვენების დაავადების მქონეთათვის მგზავრობისას სპეციალური კომპრესიული წინდების ხმარება საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა. წინდების ზეწოლა ხელს უწყობს ფეხებში სისხლის ცირკულაციას. გარედან წნევის ურთიერთქმედება ვენის შიგნითა წნევასთან აადვილებს ფეხებიდან გულისკენ სისხლის გადატუმბვას
2-მოძრაობა
ეფექტური საშუალება ქვედა კიდურებში სიმძიმის სამკურნალოდ. რეგულარული შესვენებები ან მატარებელსა და თვითმფრინავში სწრაფად გავლა-გამოვლა თრომბოზის რისკს მინიმუმამდე ამცირებს.
3-ტერფების და ფეხების ვარჯიშები
ჯდომის დროსაც კი შეგიძლიათ ფეხებში სიმძიმის თავიდან ასარიდებლად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად იმოქმედოთ - ქუსლები იატაკს მიაბჯინოთ და თითები აწიოთ-დაწიოთ. თუნდაც რამდენიმე წუთით რეგულარულ ინტერვალებში ასეთი მოძრაობები შესამჩნევად აუმჯობესებს მდგომარეობას.
4- არაალკოჰოლური სასმელების საკმარისი რაოდენობით მიღება
მარტივი პროფილაქტიკა მგზავრობისას. სითხის რეგულარული მიღება ამცირებს სისხლის წებოვნებას. მოერიდეთ ალკოჰოლს, რადგან მას დეჰიდრატაციული (გამომშრობი) მოქმედება აქვს.
5 - თავისუფალი ტანსაცმელი
კომფორტულად იმგზავრეთ. მოერიდეთ ვიწრო და მოჭერილი შარვლების და ფეხსაცმლის ტარებას, რაც აუარესებს ფეხებში სისხლის მიმოქცევას
როგორ მუშაობს ლიოტონი®1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს
ოდესმე გიფიქრიათ, როგორ გვეხმარებიან ჩვენი ვენები ყოველდღე, როგორ მუშაობენ და როგორ სუსტდებიან? ეს ვიდეო წარმოგიდგენთ სწრაფ მიმოხილვას და გაჩვენებთ, როგორ მუშაობს ლიოტონი®1000 გელი თქვენი ვენების დასახმარებლად.