ფეხების ჯანმრთელობა მამაკაცებისთვის:

მამაკაცებო, გაუფრთხილდით თქვენს ფეხებს!

გიყვართ სპორტი, მაგრამ სამსახურში უმეტესად ზიხართ? 

ბოლო დროს, თქვენს ფეხებზე ხილული ვენები გაჩნდა და სპორტის დროს უფრო მიდრეკილი გახდით სისხლჩაქცევებისკენ? გაარკვიეთ, რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს და წაიკითხეთ, რა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ.

ახლახან ველოსიპედის შორტის ჩაცმისას ფეხებზე შევამჩნიე მოლურჯო ფერის ვენები. ასევე, დამეწყო სიმძიმე და შეშუპება ფეხებში…

ეს შეიძლება იყოს ვენური ქსელები- ე.წ. ობობის ქსელივით ვენები - პატარა, წვრილი, ძირითადად ლურჯი, წითელი ან მეწამული ხაზები, რომლებიც ჩნდება კანის ზედაპირზე სისხლძარღვების ქსელის მსგავსად. ქსელივით ვენები, როგორც წესი, არ არის მტკივნეული ან მავნე, მაგრამ ვარიკოზული ვენების მსუბუქი ფორმაა. ორივე მდგომარეობა გამოწვეულია ვენური უკმარისობით, ვენების სარქველების დასუსტებით, რაცას თან ახლავს სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, ფეხების და ტერფების შეშუპება. 

დიაგნოზისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს.

მეგონა მხოლოდ ქალებს ემართებოდათ ვენების ვარიკოზი?

მამაკაცებშიც საკმაოდ ხშირია: დაახლოებით 10-40%-ს აქვს ვარიკოზული ვენები, ხოლო 50 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცების დაახლოებით 21%-ს აწუხებს ვარიკოზი. 

ჩემს ასაკში? მე მხოლოდ 35 წლის ვარ! როგორ მოხდა?

ზედაპირული ვენების დაავადებების რისკის ფაქტორები, როგორიცაა ობობის ქსელივით და ვარიკოზული ვენები, შეიძლება საკმაოდ ხშირი იყოს. კარგი იქნება, რომ დაიწყოთ თქვენი ცხოვრების წესის გადაფასება: ჭარბი წონა გაქვთ? ზიხართ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ( სამსახურში, ან მანქანაში)? ან ეწევით? ყველაფერი ეს საზიანოა თქვენი ფეხების ჯანმრთელობისთვის. 

დიაგნოზისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს.

ჭარბი წონის, როგორც ვარიკოზული ვენების მიზეზის, სიმბოლო

ჭარბი წონა

დიდხანს ჯდომის, როგორც ვარიკოზული ვენების მიზეზის, სიმბოლო

დიდხანს ჯდომა

სიგარეტი - მწეველობის, როგორც ვარიკოზული ვენების მიზეზის, სიმბოლო

მწეველობა

მოწევა - რამდენჯერმე ვცადე სიგარეტისთვის თავის დანებება, მაგრამ უშედეგოდ. როგორ მოვიქცე?

სიგარეტის მოწევა ხელს უწყობს ვენების დაავადებების განვითარებას, რადგან ნიკოტინი იწვევს სისხლძარღვების შეკუმშვას (შეგიმჩნევიათ, რომ ხელები და ფეხები გიცივდებათ სიგარეტის მოწევის შემდეგ?) სისხლძარღვების შეკუმშვისას ფერხდება სისხლის ნორმალური მიმოქცევა, რამაც ვენებში სისხლის დაგუბება შეიძლება გამოიწვიოს და ჩნდება ობობის ქსელივით და ვარიკოზული ვენები. 

სპორტული ჩანთა ლიოტონი®  1000 გელით - ეს უკანასკნელი დაგეხმარებათ ვენური უკმარისობის სიმპტომების შემსუბუქებაში

ვარჯიშისას შევამჩნიე, რომ ბოლო დროს სისხლჩაქცევებისკენ მეტად მიდრეკილი გავხდი.

სისხლჩაქცევები ასევე შეიძლება იყოს ერთ-ერთი სიმპტომი ვარიკოზული ვენებისა, რომელიც ქრონიკული ვენური უკმარისობის შედეგია. უნდა იცოდეთ, რომ შეგიძლიათ კანქვეშა ჰემატომებისა და ტრავმების (მცირე სპორტული დაზიანებების) მკურნალობა ლიოტონი® 1000 გელით. ჰეპარინის წყალობით ლიოტონი® 1000 გელს შეუძლია ტკივილის შემსუბუქება და სისხლჩაქცევების თავიდან აცილება.

დიაგნოზისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს.ნდა იცოდეთ:

რა შემიძლია გავაკეთო ვენური უკმარისობის სიმპტომების თავიდან ასაცილებლად?

სისხლის მიმოქცევისა და კუნთების ტონუსის გასაუმჯობესებლად საჭიროა სწორი ვარჯიში და წონის კონტროლი, ასე რომ, თუ ველოსიპედით სიარული მოგწონთ, იდეალურია, გააგრძელეთ! თავი აარიდეთ ხანგრძლივ ჯდომას (და დგომას) ნუ იქნებით უმოძრაოდ, რეგულარულად იცვალეთ პოზა სისხლის უკეთესი მოძრაობისთვის. ეცადეთ, უფრო ხშირად ადგეთ თქვენი სამუშაო მაგიდიდან და იმოძრაოთ ან შეისვენოთ ხოლმე საჭესთან ხანგრძლივი ჯდომისას. 

რამე სხვა რჩევა თუ გექნებათ?

ლიოტონი® 1000 გელის გამოყენებაც დაეხმარება თქვენს ფეხებს, რადგან ის შეიცავს ჰეპარინის მაღალ კონცენტრაციას.


ა)    მიკროცირკულაციის გაუმჯობესებით და სწრაფი მოქმედების მექანიზმით ჰეპარინი ეხმარება ზედაპირული ვენური უკმარისობის სიმპტომების: ტკივილისა და შემცირებაში.


ბ)    ასევე ჰეპარინი ეხმარება სპორტული დაზიანებების: სისხლჩაქცევებისა და ჰემატომების გაწოვაში - მაშ, რატომ არ უნდა იქცეს ჩვევად მისი თან ტარება სპორტულ ჩანთაში? 

ლიოტონი® 1000 გელი

ლიოტონი - თქვენი ფეხების
ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის!

კარგია, თუ გაითვალისწინებთ: ლიოტონი უზრუნველყოფს დამამშვიდებელ გამაგრილებელ შეგრძნებას,
სასიამოვნოა გამოსაყენებლად, სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ლაქებს.

ლიოტონი® 1000 გელის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სცადე!

როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს

დაინტერესებულხართ თუ არა, როგორ გეხმარებათ თქვენი ვენები მთელი დღის განმავლობაში, როგორ მუშაობს და როგორ სუსტდება? ეს ვიდეო მოგაწვდით მოკლე მიმოხილვას და გაჩვენებთ, თუ როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 თქვენი ვენების დასახმარებლად.