ვფიქრობ, რომ ვარიკოზული
ვენები მაქვს,
დამეხმარეთ!

როგორ გავუმკლავდეთ ფეხების სიმძიმეს და ზედაპირული ვენების დაავადებების სიმპტომებს

ხართ თუ არა რისკის ქვეშ? - და რა შეგიძლიათ გააკეთოთ?

თუ ხართ, დაახლოებით ორმოცი წლის, სამსახურში დიდ დროს ატარებთ და სახლის საქმეებსაც აკეთებთ, ან მწეველი ხართ, ან ცოტა წონაში მოიმატეთ, ვერ ახერხებთ სპორტულ დარბაზში ხშირად სიარულს და აღმოაჩინეთ, რომ თქვენი ფეხები ამით ზარალდება, ან უკვე გაქვთ ვარიკოზული ვენები, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა.

ჩემი ფეხების მდგომარეობა ნამდვილად უარესდება - ვარიკოზული ვენები მაქვს?

დაითვალიერეთ ფეხები, ხომ არ გაქვთ დაკლაკნილი, გაფართოებული ან ამობურცული ვენები, როგორც წესი, მუქი იისფერი ან ლურჯი ფერის. ხედავთ მათ?

რა სიმპტომები აქვს?

ვარიკოზული ვენების არსებობა ან განვითარება ნიშნავს, რომ შესაძლოა გქონდეთ:

  • ფეხების სიმძიმე, დაღლილი ფეხები
  • მოულოდნელი ან პროვოცირებული ტკივილი
  • ფუნქციური შეზღუდვები
  • შეშუპება
  • ფეხის ტკივილი და დისკომფორტი 

დიაგნოსტიკისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს.

ფეხების სიმძიმის, როგორც ვარიკოზული ვენების სიმპტომის, სიმბოლო

ფეხების სიმძიმე

ფეხების სპონტანური ტკივილის , როგორც ვარიკოზული ვენების სიმპტომის, სიმბოლო

სპონტანური ტკივილი

ფეხების ფუნქციური შეზღუდვების, როგორც ვარიკოზული ვენების სიმპტომის, სიმბოლო

ფუნქციური შეზღუდვები

შეშუპების, როგორც ვარიკოზული ვენების სიმპტომის სიმბოლო

შეშუპება

ფეხის ტკივილის, როგორც ვარიკოზული ვენების სიმპტომის, სიმბოლო

ფეხების ტკივილი

ოჰ, ჩემს ასაკში? როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო?

სუსტი ან დაზიანებული ვენები (ვენური უკმარისობა) გარდაიქმნება ვარიკოზულ ვენებად. ვარიკოზული ვენების განვითარებას ხელს უწყობს პასიური ცხოვრების წესიც, რადგან ვენებს უწევს სისხლის გადატუმბვა ქვედა კიდურებიდან გულისკენ გრავიტაციის საწინააღმდეგოდ. ერთსა და იმავე პოზაში დიდხანს ჯდომამ ან დგომამ შესაძლოა გამოიწვიოს ვენების სარქველების დაზიანება და სისხლი, იმის მაგივრად, რომ გულისკენ წავიდეს, დაგუბდეს ვენებში და მათი გაგანიერება გამოიწვიოს.

არის სხვა რისკის ფაქტორებიც?

ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, სქესი (ქალებში უფრო ხშირია, რადგან ორსულობის ან მენოპაუზის დროს მიმდინარე ჰორმონული ცვლილებები რისკის ფაქტორებად განიხილება) და წონა (ჭარბი წონა ნიშნავს მეტ დატვირთვას ფეხებზე) შეიძლება ვარიკოზული ვენებისა და ზედაპირული ვენების დაავადებების ხელშემწყობი იყოს. ასევე, თუ თქვენი ოჯახის სხვა წევრებს აქვთ ვარიკოზული ვენები, უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ თქვენც დაგემართოთ. 

რა შემიძლია გავაკეთო?

ვარიკოზული ვენების სრული პრევენცია შეუძლებელია. თუმცა ზომები, რომლებიც შეგიძლიათ მიიღოთ სახლის პირობებში ვარიკოზული ვენების დისკომფორტის მოსახსნელად ვარიკოზული ვენების პრევენციისთვისაც ანალოგიურია.
იმუშავეთ ფეხებში სისხლის მიმოქცევისა და კუნთების ტონუსის გაუმჯობესებაზე, რაც შეამცირებს ვარიკოზული ვენების გაჩენის რისკს. ასევე, უნდა გადაიხედოს თქვენი ცხოვრების წესი.

  • ვარჯიში 
  • წონის კონტროლი 
  • პოზიციების ცვლა ჯდომისა და დგომისას დღის განმავლობაში 
  • ფეხების აწევა 
საოფისე მაგიდაზეა ლიოტონის გელი, რომელიც დაგეხმარებათ ვენური უკმარისობის სიმპტომების შემსუბუქებაში

რამე განსაკუთრებული რჩევა გექნებათ სიმპტომების შესამსუბუქებლად? ნამდვილად შემაწუხებელი სიმპტომები მაქვს…

ჰეპარინის შემცველი გელის გამოყენება, როგორიცაა ლიოტონი® 1000 გელი, დაგეხმარებათ ვენური უკმარისობის სიმპტომების შემსუბუქებაში - რათა გააგრძელოთ ფეხზე დგომა და აქტიური ცხოვრება. 

ყოველთვის მიმართეთ ექიმს.

როგორ შეუძლია ლიოტონს დაეხმაროს ჩემს ვენებს?

ლიოტონი® 1000 გელი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ჰეპარინს. სწრაფი მოქმედების მექანიზმით ჰეპარინს შეუძლია გააუმჯობესოს მიკროცირკულაცია და შეამციროს ზედაპირული ვენური უკმარისობის სიმპტომები, ვარიკოზული ვენების ტკივილი და შეშუპება.

მგონი, მეც უნდა შევცვალო ცხოვრების წესი?

დიახ - უნდა ეცადოთ, რომ სიგარეტის მოწევას თავი დაანებოთ, იკვებოთ სწორად, დაიკლოთ ზედმეტი წონა, მოერიდოთ ხანგრძლივად ერთ ადგილზე ჯდომასა და დგომას ვენების ჯანმრთელობისთვის! 

ლიოტონი® 1000 გელი

ლიოტონი® 1000 - თქვენი ფეხების
ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის!

ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ფეხებზე! თუ მიდრეკილი ხართ ვარიკოზული ვენებისკენ, იმოქმედეთ!
ლიოტონს შეუძლია დაგეხმაროთ სიმპტომის შემცირებაში მისი აქტიური ინგრედიენტის- ჰეპარინის წყალობით.

ლიოტონი® 1000 გელის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სცადეთ!

როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს

დაინტერესებულხართ თუ არა, როგორ გეხმარებათ თქვენი ვენები მთელი დღის განმავლობაში, როგორ მუშაობს და როგორ სუსტდება? ეს ვიდეო მოგაწვდით მოკლე მიმოხილვას და გაჩვენებთ, თუ როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 თქვენი ვენების დასახმარებლად.