როგორ უნდა გამოვიყენოთ ლიოტონი® 1000 გელი

მოსახმარად ადვილი და სასიამოვნო

3-10 სმ სიგრძის გელი ნაზად შეიზილეთ დაზიანებულ უბანზე დღეში 1-3-ჯერ. გელს აქვს ლავანდის დამამშვიდებელი სუნი, არ ტოვებს კვალს და, ამიტომ,მოსახერხებელია მისი სამსახურში ან მოგზაურობისას გამოყენება.

ლიოტონი® 1000 გელის გამოყენება ფეხების სიმძიმის დროს

მედიკამენტი ყოველთვის ისე გამოიყენეთ, როგორც ექიმი ან ფარმაცევტი გეტყვით. თუ დარწმუნებული არ ხართ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან 

გამოიყენეთ ლიოტონი® 1000 გელი მთელი წლის განმავლობაში:

თუ მთელი წლის განმავლობაში გაწუხებთ ზედაპირული ვენების დაავადებები, ჩეულებრივ სიმპტომები უფრო ძლიერდება ცხელ პერიოდებში დაიწყეთ ლიოტონი® 1000 გელის გამოყენება. ჰეპარინი მაღალი კონცენტრაციის გამო, აღწევს კანში და თავისი სამმაგი მოქმედებით ეფექტურად ამცირებს ფეხების სიმძიმეს, შეშუპებას და ტკივილს, სისხლჩაქცევებს და ვენების გაფართოებას, ღამის კრუნჩხვებს და ა.შ. ლიოტონი® 1000 გელი იწვევს სწრაფი გაგრილების შეგრძნებას, იგი ადვილი და სასიამოვნო გამოსაყენებელია.

ლიოტონი® 1000 გელი ამცირებს ამ სიმპტომებს და ანებივრებს თქვენს ფეხებს.

როგორ მუშაობს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს

ოდესმე გიფიქრიათ, როგორ გვეხმარება ჩვენი ვენები ყოველდღე, როგორ მუშაობს და როგორ სუსტდება? ეს ვიდეო წარმოგიდგენთ მოკლე მიმოხილვას და ასევე, გაჩვენებთ, თუ როგორ მუშაობს ლიოტონი® 1000 გელი თქვენი ვენების დასახმარებლად.