რჩევები პასიური ადამიანებისთვის

ვარიკოზული ვენების/ზედაპირული ვენური დაავადების გართულებების შემსუბუქება და თავიდან აცილება

პასიური ცხოვრების წესი გაქვთ? არ დანებდეთ, მოუარეთ თქვენს ფეხებს!

ხანგრძლივად ჯდომამ შეიძლება გამოიწვიოს ვენების ვარიკოზული გაგანიერება, განსაკუთრებით, ასაკში. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ როგორ შეინარჩუნოთ დიდხანს ფეხების ჯანმრთელობა. გაიგეთ მეტი რისკების შესახებ და გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა.

ბევრს ვზივარ სამსახურშიც და სახლშიც - ახლა ფეხების პრობლემა მაქვს:

ფეხში  ტკივილის ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა ვარიკოზული ვენების გამო გქონდეთ. იქნებ სხვა სიმპტომებიც გაქვთ: 

  • ფეხების სიმძიმე
  • ქვედა კიდურების შეშუპება
  • ფეხების ტკივილი ხანგრძლივი ჯდომის ან დგომის შემდეგ
  • ფეხების ფუნქციური შეზღუდვები 

დიაგნოზისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს.

ფეხების სიმძიმის, როგორც  ვარიკოზული ვენების სიმპტომის სიმბოლო

ფეხების სიმძიმე

შეშუპებული ფეხების, როგორც  ვარიკოზული ვენების სიმპტომის სიმბოლო

ფეხების შეშუპება

დიდხანს ჯდომით გამოწვეული ფეხების ტკივილის, როგორც  ვარიკოზული ვენების სიმპტომის სიმბოლო

დიდხანს ჯდომა

თქვენი ფეხების ფუნქციური შეზღუდვების, როგორც  ვარიკოზული ვენების სიმპტომის სიმბოლო

ფეხების ფუნქციური
შეზღუდვები 

დიახ, მე მაქვს ამ სიმპტომებიდან ზოგიერთი - რით შეიძლება იყოს გამოწვეული?

ეს სიმპტომები შეიძლება განვითარდეს ქვედა კიდურების ვენების სუსტი ან დაზიანებული სარქველების გამო. ვენებმა ფეხებში უნდა იმუშაოს გრავიტაციის საწინააღმდეგოდ, რომ სისხლი გადატუმბოს გულში. თუ ვენების სარქველები დასუსტებულია მაგ. ისეთი რისკის ფაქტორების გამო, როგორიცაა ასაკი ან ჭარბი წონა, შესაძლოა სისხლი უკან დბრუნდეს და ვენებში დაგროვდეს, რაც იწვევს ვენების კედლებზე ზეწოლასა და მათ გაგანიერებას. დიდხანს უმოძრაოდ ჯდომა, როგორც თქვენ აღწერეთ (და დგომა), ასევე ზრდის ზეწოლას ფეხის ვენებზე. 

რა არის ვარიკოზული ვენების რისკის ფაქტორები?

არსებობს რამდენიმე რისკის ფაქტორი. ზოგიერთ მათგანზე შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ - ზოგზე არა:

ასაკი: ვარიკოზული ვენების გაჩენის რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. ვენების სარქველები, რომლებიც არეგულირებს სისხლის ნაკადს, სუსტება. ეს ნიშნავს, რომ სისხლი იმის ნაცვლად რომ წავიდეს გულისკენ, ხანდახან გროვდება ვენებში. 

სქესი: შეიძლება უსამართლოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ჰორმონალური ცვლილებების გამო ქალებში უფრო ხშირად ვითარდება ვარიკოზული ვენები. მაგალითად, მენოპაუზის დროს ჰორმონალურმა ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ვენების კედლების მოდუნება და ზედაპირული ვენური უკმარისობის განვითარება. (ახალგაზრდა ქალებში კი - შეიძლება რისკის ფაქტორი იყოს ორსულობა). 

წონა: დიახ, სიმსუქნე ასევე ხელს უწყობს ვენურ უკმარისობას, რადგან სხეულის ჭარბი წონა ვენებზე დამატებით წნევას ახდენს. 

ვარიკოზული ვენების ოჯახური ისტორია: თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ზედაპირული ვენური უკმარისობა ჰქონდა, მაშინ არის რისკი, რომ თქვენც დაგემართოთ. 

 

დიდხანს დგახართ ან ზიხართ?

ოფისში მთელი დღე უმოძრაოდ ზიხართ, ან გიწევთ დიდხანს ფეხზე დგომა სამსახურში ან სახლში? ეს არ არის კარგი სისხლის ნორმალური მიმოქცევისთვის. 

დიაგნოზისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს.

ამ რისკს ფაქტორების უმეტესობა მეც მეხება და რა შემიძლია გავაკეთო?

ყველა რეკომენდაცია, რომელიც მოცემულია ზედაპირული ვენების დაავადებებით გამოწვეული დისკომფორტისა და ტკივილის შემცირებისთვის, ასევე დაგეხმარებათ ვარიკოზული ვენების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და პროფილაქტიკისთვის! იმუშავეთ ფეხებში სისხლის მიმოქცევისა და კუნთების ტონუსის გაუმჯობესებაზე, რაც შეამცირებს ვარიკოზული ვენების გაჩენის რისკს და შემდგომში მათგან წარმოქმნილ გართულებებს (როგორიცაა წყლულები, სისხლის შედედება ან სისხლდენა). 

  • ივარჯიშეთ - იხილეთ რამდენიმე სასარგებლო ვარჯიში ფეხებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად აქ 
  • აკონტროლეთ საკუთარი წონა 
  • თვალყური ადევნეთ თქვენს დიეტას – შეეცადეთ უპირატესობა მიანიჭოთ ბოჭკოვან საკვებს და იხმარეთ რაც შეიძლება ნაკლები მარილი 
  • დროდადრო აწიეთ ფეხები ზევით 
  • რეგულარულად იცვალეთ პოზიცია ჯდომისა და დგომისას
ლიოტონი®  1000 გელის ტუბი საწოლზე, რომელიც დაგეხმარებათ ვენური უკმარისობის სიმპტომების შემსუბუქებაში

გაქვთ რამე რჩევა ფეხების ტკივილის შესამსუბუქებლად?

დიახ, ჰეპარინის შემცველი გელის გამოყენება, როგორიცაა ლიოტონი® 1000 გელი, დაგეხმარებათ ვენური უკმარისობის სიმპტომების შემსუბუქებაში.
მისი აქტიური ინგრედიენტი ჰეპარინი დაგეხმარებათ მიკროცირკულაციის გაუმჯობესებით ვარიკოზული ვენების ტკივილისა და შეშუპების შემცირებაში. 

ლიოტონი® 1000 გელი

ლიოტონი - თქვენი ფეხების
ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის!

კარგია, თუ გაითვალისწინებთ: ლიოტონი უზრუნველყოფს დამამშვიდებელ გამაგრილებელ შეგრძნებას,
სასიამოვნოა გამოსაყენებლად, სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ლაქებს.

ლიოტონი® 1000 გელის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სცადე!

როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს

დაინტერესებულხართ თუ არა, როგორ გეხმარებათ თქვენი ვენები მთელი დღის განმავლობაში, როგორ მუშაობს და როგორ სუსტდება? ეს ვიდეო მოგაწვდით მოკლე მიმოხილვას და გაჩვენებთ, თუ როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 თქვენი ვენების დასახმარებლად.